მევლუთ ჩავუშოღლუ - საბერძნეთის მიერ ეგეოსის ზღვის კუნძულების უკანონო მილიტარიზაციამ შესაძლოა, მათი სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს
მევლუთ ჩავუშოღლუ - საბერძნეთის მიერ ეგეოსის ზღვის კუნძულების უკანონო მილიტარიზაციამ შესაძლოა, მათი სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს

საბერძნეთის მიერ ეგეოსის ზღვის კუნძულების უკანონო მილიტარიზაციამ შესაძლოა, მათი სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ანკარაში ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბუჯარ ოსმანისთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ჩავუშოღლუს თქმით, ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში საბერძნეთის მიერ კუნძულების მილიტარიზაცია არის ხანგრძლივი საერთაშორისო ხელშეკრულებების დარღვევა.

ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ თურქეთი მზად არის, განიხილოს და ეჭვქვეშ დააყენოს ამ კუნძულების სუვერენიტეტი, თუ საბერძნეთი არ დაასრულებს დარღვევებს.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გააკრიტიკა საბერძნეთის მცდელობა, დაბლოკოს თურქეთისთვის „ეფ 16“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდება აშშ-დან და თქვა, რომ ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება ნატო-ს სულისკვეთებას.