მევლუთ ჩავუშოღლუ - მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ კიევს, აქტიურად ვცდილობთ, წინ წავწიოთ დიალოგის იდეა, ომი ადრე თუ გვიან დასრულდება, ჩვენთვის მთავარია, დაცული იყოს საერთო ინტერესები
მევლუთ ჩავუშოღლუ - მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ კიევს, აქტიურად ვცდილობთ, წინ წავწიოთ დიალოგის იდეა, ომი ადრე თუ გვიან დასრულდება, ჩვენთვის მთავარია, დაცული იყოს საერთო ინტერესები

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ ანკარა მხარს უჭერს უკრაინაში „სამართლიან მშვიდობას“. ამის შესახებ მან ანკარაში გამართულ ამბასადორიალზე განაცხადა.

„ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ კიევს. აქტიურად ვცდილობთ, წინ წავწიოთ დიალოგის იდეა“, – განაცხადა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ეს ომი ადრე თუ გვიან დასრულდება.

„ჩვენთვის მთავარია, დაცული იყოს საერთო ინტერესები. ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ფორმირების პროცესში აუცილებელია გააზრებულად მოქმედება. თურქეთი ამისთვის უკვე ემზადება“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.