მევლუთ ჩავუშოღლუ - ლტოლვილთა საკითხებზე თურქეთისა და ევროკავშირის 2016 წლის შეთანხმებას განახლება სჭირდება, რათა დოკუმენტმა მოიცვას სირიელი და ავღანელი ლტოლვილების უსაფრთხო დაბრუნება მათ ქვეყნებში
მევლუთ ჩავუშოღლუ - ლტოლვილთა საკითხებზე თურქეთისა და ევროკავშირის 2016 წლის შეთანხმებას განახლება სჭირდება, რათა დოკუმენტმა მოიცვას სირიელი და ავღანელი ლტოლვილების უსაფრთხო დაბრუნება მათ ქვეყნებში

ლტოლვილთა საკითხებზე თურქეთსა და ევროკავშირს შორის დადებულ 2016 წლის შეთანხმებას განახლება სჭირდება, რათა დოკუმენტმა მოიცვას სირიელი და ავღანელი ლტოლვილების უსაფრთხო დაბრუნება მათ ქვეყნებში, – აღნიშნულის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

„რაც შეეხება ავღანელებთან დაკავშირებულ საკითხს, არ იქნება თანამშრომლობა, თუ მიდგომა იქნება ისეთი, როგორიცაა, რომ „ჩვენ ვიხდით თანხას და თქვენ შეინარჩუნეთ ლტოლვილები“. ეს პრობლემა მზარდია როგორც ევროკავშირისთვის, ასევე თურქეთისთვის“, – აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

2016 წლის ხელშეკრულების მიხედვით, თურქეთი დათანხმდა მის ტერიტორიაზე სირიელი ლტოლვილების შენარჩუნებას ევროკავშირიდან გამოყოფილი მილიარდობით დოლარის ფინანსური დახმარების სანაცვლოდ.