მევლუთ ჩავუშოღლუ - კორონავირუსთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის, მეგობარ საქართველოს მადლობას ვუხდით
მევლუთ ჩავუშოღლუ - კორონავირუსთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის, მეგობარ საქართველოს მადლობას ვუხდით

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ქართველი კოლეგის, დავით ზალკალიანის „ტვიტერის“ გვერდზე გაკეთებულ განცხადებას უპასუხა, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თურქ ხალხს კორონავირუსთან ბრძოლაში სოლიდარობას უცხადებს.

მევლუთ ჩავუშოღლუ საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში თანადგომისთვის მადლობას უხდის.

კორონავირუსთან ბრძოლაში მხარდასაჭერად, თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა. ჩვენს მეგობარ საქართველოს მადლობას ვუხდით“, – წერს მევლუთ ჩავუშოღლუ „ტვიტერის“ გვერდზე.

გუშინ საღამოს, კორონავისრუსთან ბრძოლაში თურქეთის რესპუბლიკის მხარდასაჭერად, თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.