მევლუთ ჩავუშოღლუ - ისრაელის საოკუპაციო ძალა წითელ ხაზს თუ გადაკვეთს, მუსლიმურმა ქვეყნებმა უნდა ვაჩვენოთ, რომ ამას შედეგები ექნება
მევლუთ ჩავუშოღლუ - ისრაელის საოკუპაციო ძალა წითელ ხაზს თუ გადაკვეთს, მუსლიმურმა ქვეყნებმა უნდა ვაჩვენოთ, რომ ამას შედეგები ექნება

თუ ისრაელის საოკუპაციო ძალა წითელ ხაზს გადაკვეთს, ჩვენ, მუსლიმურმა ქვეყნებმა უნდა ვაჩვენოთ, რომ ამას შედეგები ექნება, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო მინისტერიალის შეხვედრაზე განაცხადა.

მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ისრაელის ანექსირების გეგმა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის ყველა იმედს გაანადგურებს.

„ისრაელის მიერ იორდანეს ველის ანექსია და არალეგალური დასახლებები საერთაშორისო სამართლის დარღვევა იქნება. ამით დასრულდება ორი სახელმწიფოს ხედვა და მას ჩაანაცვლებს ერთი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტა, რაც ისრაელს რასისტულ სახელმწიფოდ გადააქცევს. პალესტინელი ხალხის ტანჯვა გაიზრდება საოკუპაციო ძალის ხელში. ამ შედეგის თავიდან ასაცილებლად, ჩვენ უნდა გამოვავლინოთ ერთიანობა და საერთო პოზიცია“, – აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ისრაელის მთავრობა იორდანეს ველის და ებრაული დასახლებების ანექსიის დაწყებას პირველ ივლისს გეგმავს.