მევლუთ ჩავუშოღლუ - გვჭირდება არა კონკურენცია, არამედ საერთაშორისო თანამშრომლობა, რადგან შეუძლებელია ერთობლივი მოქმედება ერთად ფიქრის გარეშე
მევლუთ ჩავუშოღლუ - გვჭირდება არა კონკურენცია, არამედ საერთაშორისო თანამშრომლობა, რადგან შეუძლებელია ერთობლივი მოქმედება ერთად ფიქრის გარეშე

გვჭირდება არა კონკურენცია, არამედ საერთაშორისო თანამშრომლობა, რადგან შეუძლებელია ერთობლივი მოქმედება ერთად ფიქრის გარეშე, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე განაცხადა.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საჭიროა მიდგომების, ინსტრუმენტების და პლატფორმების გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში მათი განახლება. მევლუთ ჩავუშოღლუმ ასევე აღნიშნა, რომ თანამედროვე არასტაბილურ გლობალურ არენაზე დიპლომატიის საჭიროება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

„კაცობრიობა არის საფრთხის წინაშე, რომელსაც ქმნის უსამართლობა, შიმშილი, გვალვა, კონფლიქტები, არარეგულირებული მიგრაცია და ეპიდემიები. პოპულიზმი და ისლამოფობია იზრდება და კლიმატური ცვლილელები და ტერორიზმი ჯერ კიდევ უქმნის საფრთხეს ყველა ჩვენგანს. მიმდინარე კონფლიქტების დასრულება შეუძლებელია. საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტურ მოთამაშეები ისტორიის განმავლობაში რეალურად მნიშვნელოვნად არ შეცვლილან, მაგრამ დაინტერესებული მხარეების რაოდენობა გაიზარდა.

სამოქალაქო საზოგადოება, ბიზნეს საზოგადოება, მედია და სამეცნიერო საზოგადოება დიპლომატიის ნაწილია და მაშასადამე დიპლომატია პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც სულ უფრო მეტად საჭიროა არასტაბილურ არენაზე. ჩვენ ვახორციელებთ საუკუნოვანი საგარეო პოლიტიკის მეთოდებს და თურქეთი დიპლომატიური მისიების რაოდენობით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა 200-ზე მეტი დიპლომატიური წარმომადგენლობით. ვახორციელებთ დიპლომატიურ პრაქტიკას, რომელიც ფოკუსირებულია პრობლემების გადაწყვეტაზე მსოფლიოს ყველა კუთხეში.

ვიცით, რომ შეუძლებელია სხვადასხვა შედეგების მიღება მუდმივად ერთი და იგივე რაღაცების კეთებით. საჭიროა, გადავხედოთ ჩვენ მიდგომებს, ინსტრუმენტებს და პლატფორმებს და საჭიროების შემთხვევაში, ისინი უნდა განვაახლოთ. გვჭირდება არა კონკურენცია, არამედ საერთაშორისო თანამშრომლობა, რადგან შეუძლებელია ერთობლივი მოქმედება ერთად ფიქრის გარეშე. როდესაც ჩვენ ერთად არ ვმოქმედებთ, არ შეგვიძლია პრობლემების გადაჭრა, რომელიც კაცობრიობის წინაშეა“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.