მევლუთ ჩავუშოღლუ ევროკავშირს გაფართოების პოლიტიკის გაგრძელებისკენ მოუწოდებს
მევლუთ ჩავუშოღლუ ევროკავშირს გაფართოების პოლიტიკის გაგრძელებისკენ მოუწოდებს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ევროკავშირს გაფართოების პოლიტიკის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, გაფართოება ევროკავშირის ყველაზე წარმატებული პოლიტიკაა, რაც დამფუძნებელი ღირებულებების გავრცელებას უწყობს ხელს.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ევროკავშირი ძირითად ღირებულებებს შორდება და ექსტრემისტული ტენდენციები, როგორიცაა დისკრიმინაცია, ქსენოფობია და ისლამოფობია შეშფოთებას იწვევს. „თურქეთი გეოგრაფიულად და ისტორიულად ევროპული ქვეყანაა და წვლილი შეაქვს კონტინენტის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში. ჩვენი ქვეყანა, რომელიც ინსტიტუციურად ევროპის ნაწილია, აგრძელებს აუცილებელი ზომების მიღებას ევროკავშირის სრული წევრობისთვის”, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.