მევლუთ ჩავუშოღლუ - დასავლეთში არსებობენ სახელმწიფოები, რომლებსაც უკრაინაში ომის გაგრძელება სურთ, ეს ნატო-ს წევრი ქვეყნები არიან, არ ვგულისხმობ მხოლოდ ამერიკას
მევლუთ ჩავუშოღლუ - დასავლეთში არსებობენ სახელმწიფოები, რომლებსაც უკრაინაში ომის გაგრძელება სურთ, ეს ნატო-ს წევრი ქვეყნები არიან, არ ვგულისხმობ მხოლოდ ამერიკას

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, დასავლეთში არსებობენ სახელმწიფოები, რომლებსაც უკრაინაში ომის გაგრძელება სურთ. ამის შესახებ განცხადება მევლუთ ჩავუშოღლუმ თურქულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.

როგორც თურქი დიპლომატი აღნიშნავს, ევროპაში არსებობენ ისეთი სახელმწიფოებიც, რომლებიც უკრაინის ხორბლის ექსპორტის შესახებ შეთანხმების ჩაშლას ცდილობდნენ.

„აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც დაიცავს უკრაინის საზღვრებს და ტერიტორიულ მთლიანობას. თურქეთი არის ერთ-ერთი იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც მტკიცედ დაუჭირეს მხარი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ყირიმის საკითხზე და რუსეთის თავდასხმის შემდეგ. დასავლეთში არსებობენ ქვეყნები, რომელთაც ომის გაგრძელება სურთ. ეს ნატო-ს წევრი ქვეყნები არიან. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ აშშ-ს. ვგულისხმობ წევრ ქვეყნებს. ასევე, არსებობდნენ ისეთი სახელმწიფოები, რომლებიც უკრაინული ხორბლის ექსპორტის შეთანხმების საბოტაჟს ცდილობდნენ. ეს არი იყო აშშ. აშშ-ის წვლილი იყო შემდეგი – რუსეთის სასუქის ექსპორტზე დაბრკოლებების მოხსნა პორტებთან მისასვლელად, საბანკო ტრანზაქციები. იყვნენ ევროპული ქვეყნები, რომლებსაც ამ შეთანხმების საბოტაჟი სურდათ“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.