მევლუთ ჩავუშოღლუ - ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ძლიერია
მევლუთ ჩავუშოღლუ - ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ძლიერია

ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ძლიერია, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუ ყირიმის პლატფორმის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ყირიმის უკანონო და არალეგიტიმური ანექსიიდან შვიდ წელზე მეტი გავიდა. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ძლიერია. საერთაშორისო საზოგადოებამ ერთხმად უნდა ისაუბროს საერთაშორისო სამართლის ამ დარღვევის წინააღმდეგ. გვჯერა, რომ ყირიმის პლატფორმა იმუშავებს როგორც ეფექტიანი ფორუმი ჩვენი ვალდებულებისა და სოლიდარობის საჩვენებლად“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

მისივე თქმით, კონფლიქტის დარეგულირების ერთადერთი გზა არის მშვიდობიანი დიპლომატია, რასაც საერთაშორისო საზოგადოების კოორდინაცია სჭირდება.

„ეს სამიტი არის მნიშვნელოვანი დასაწყისი ჩვენი ძალისხმევის კოორდონირებისთვის მშვიდობიანი და გრძელვადიანი დარეგულირების მისაღწევად. ყირიმი უკრაინაა“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.