მევლუთ ჩავუშოღლუ - აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩემთან საუბარში აღნიშნა, რომ უაღრესად კმაყოფილი დარჩა თბილისში სომეხ კოლეგასთან შეხვედრით და მიღწეული შედეგებით
მევლუთ ჩავუშოღლუ - აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩემთან საუბარში აღნიშნა, რომ უაღრესად კმაყოფილი დარჩა თბილისში სომეხ კოლეგასთან შეხვედრით და მიღწეული შედეგებით

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, რომ აზერბაიჯანის პირველმა დიპლომატმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა მასთან საუბარში განაცხადა, რომ კმაყოფილი დარჩა თბილისში სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან შეხვედრით და აღნიშნულ შეხვედრაზე მიღწეული შედეგებით.

როგორც მევლუთ ჩავუშოღლუმ ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველი დიპლომატების საქართველოში შეხვედრა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო.

„უაღრესად მნიშვნელოვანია ბოლო პერიოდში განვითარებული ერთ-ერთი მოვლენა. კერძოდ, როდესაც საქართველომ უმასპინძლა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას. მე პირადად ვესაუბრე მოძმე რესპუბლიკის, აზერბაიჯანის მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს, რომელმაც ჩემთან პირად საუბარში აღნიშნა, რომ უაღრესად კმაყოფილი დარჩა ამ შეხვედრით და შეხვედრაზე მიღწეული შედეგებით. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხები საქართველოსა და რეგიონის ქვეყნების, ასევე თურქეთის ჩართულობით რეგიონში მშვიდობის განმტკიცების საკითხები. შესაბამისად, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გააქტიურდება“, – აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.