მევლუთ ჩავუშოღლუ - აშშ-თან კავშირები უკიდურესად კრიტიკულ ნიშნულზეა
მევლუთ ჩავუშოღლუ - აშშ-თან კავშირები უკიდურესად კრიტიკულ ნიშნულზეა

აშშ-თან კავშირები უკიდურესად კრიტიკულ ნიშნულზეა, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი და აშშ-ი ურთიერთობებს ან გააუმჯობესებენ და პრობლემებს მოაგვარებენ, ან კავშირები სრულად ჩამოიშლება.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აშშ-ი სირიაში ქურთული სამხედრო ჯგუფების მხარდაჭერისთვის გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ქურთული „სახალხო თავდაცვის შენაერთი“, რომელსაც აშშ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის ფარგლებში ეხმარება, სინამდვილეში რადიკალ ისლამისტებს არ ებრძვის.

„ჩვენ არ გვსურს დაპირებები და ვალდებულებები, ჩვენ კონკრეტული ნაბიჯების ხილვა გვსურს. აშშ-თან დიალოგის დროს, აუცილებელია დაკარგული ნდობის აღდგენა. ნდობის დაკარგვის მიზეზი კი აშშ-ის ქმედებებია“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის თურქეთში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე გააკეთა. რექს ტილერსონი თურქეთს 15 თებერვალს ესტუმრება.