მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მორიგი შეხვედრისთვის მზად არიან
მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მორიგი შეხვედრისთვის მზად არიან

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, რუსეთისა და უკრაინის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები მხარს უჭერენ უკრაინის შესახებ მორიგი შეხვედრის გამართვის იდეას.

„დმიტრო კულებამ და სერგეი ლავროვმა გვაცნობეს, რომ შეხვედრისთვის მზად არიან. უახლოეს ერთ-ორ კვირაში შესაძლოა, გაიმართოს შეხვედრა, სულ მცირე, უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები კვლავ სტამბოლს აირჩევენ მშვიდობიანი მოლაპარაკების გამართვის ადგილად და განაცხადა, რომ თურქული მეგაპოლისი ორივე მხარისთვის მოსახერხებელი ადგილია, მათ შორის ლოგისტიკის კუთხით.

ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ სიცრუე უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თურქეთი უკრაინის უსაფრთხოების გარანტორ ქვეყნებში თუ მოხვდება, ანკარა მაშინვე ომში ჩაერთვება და უკრაინაში საკუთარ ძალებს გაგზავნის.