მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ თურქეთმა ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო
მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ თურქეთმა ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

თურქეთმა ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

ისრაელში თურქეთის სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატურას უახლოეს მომავალში წარადგენენ.

„მიღებულია გადაწყვეტილება ისრაელში ელჩის დანიშვნაზე, ისრაელის მხრიდან ასევე მოვიდა პოზიტიური პასუხი ამ საკითხზე. მალე ჩვენი კანდიდატურა პრეზიდენტს წარედგინება“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას მიესალმება ისრაელიც. პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგის თქმით, ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.

თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობები 2010 წელს გაუარესდა, როდესაც ისრაელის სპეცრაზმმა თურქეთიდან ღაზას სექტორისკენ მიმავალ გემზე ოპერაცია დაიწყო, რომლის დროსაც თურქეთის რვა მოქალაქე და თურქი წარმოშობის ერთი ამერიკელი დაიღუპა.

დატოვე კომენტარი