მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ ხერსონში ჩარჩენილი „თურქი მესხები“ რუსეთისა და საქართველოს გავლით თურქეთში ჩაიყვანეს
ომის დროს ხერსონში ჩარჩენილი „თურქი მესხები“ რუსეთისა და საქართველოს გავლით თურქეთში ჩაიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ავრცელებს.
ჩავუშოღლუს თქმით, უკრაინიდან 88 „თურქი მესხის“ გამოყვანა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით განხორციელდა.
„ჩვენი 88 თურქი მესხი ძმა, რომლებიც უკრაინის ქალაქ ხერსონში იყვნენ ჩარჩენილი, ჩვენი ინიციატივით ჩამოიყვანეს ჩვენს ქვეყანაში რუსეთისა და საქართველოს გავლით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამშობლოში! სადაც არ უნდა იყვნენ, ჩვენ მუდამ ჩვენს თურქ მესხ ძმებთან ვართ და მათ გვერდით ვიქნებით!“ – წერს მევლუთ ჩავუშოღლუ „ტვიტერში“.
Ukrayna’nın Herson kentinde mahsur kalan ve girişimlerimiz üzerine Rusya ve Gürcistan üzerinden ülkemize getirdiğimiz 88 #Ahıskalı kardeşimiz; vatanınıza hoşgeldiniz!
Nerede olurlarsa olsunlar, Ahıskalı kardeşlerimizin her zaman yanındayız, yanında olacağız!@DATUBDunyaahska pic.twitter.com/rYKMvoGZRl
— Mevlüt Çavuşoğlu (@MevlutCavusoglu) November 19, 2022