მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ ფინეთსა და შვედეთს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ გაფორმებული შეთანხმება ჯერ სრულად არ შეუსრულებიათ
მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ ფინეთსა და შვედეთს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ გაფორმებული შეთანხმება ჯერ სრულად არ შეუსრულებიათ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ფინეთსა და შვედეთს ჯერ სრულად არ შეუსრულებიათ ანკარასთან ნატო-ში გაწევრიანების შესახებ გაფორმებული შეთანხმება.

ამის შესახებ განცხადება მევლუთ ჩავუშოღლუმ ნატო-ს გენერალურ მდივანთან თურქეთში გამართული შეხვედრის დროს განაცხადა.

ამასთან, თურქმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ შვედეთის ახალი მთავრობა უფრო მეტ გადამწყვეტ ნაბიჯს დგამს ამ შეთანხმების შესასრულებლად.

„ჩვენ ვიცოდით, რომ შვედეთის წინა მთავრობა არჩევნებამდე სერიოზულ ნაბიჯებს ვერ გადადგამდა, თუმცა ვხედავთ, რომ ახალ მთავრობას უფრო გადამწყვეტი მიდგომა აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. შვედეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ჩამოვა ანკარაში ჩვენი პრეზიდენტის მოწვევით. მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვით, რომ ეს ქვეყნები სრულად ასრულებენ მემორანდუმი მოთხოვნებს”, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

თავის მხრივ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა, რომ ანკარამ მოახდინოს შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება.

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა, შვედეთმა და ფინეთმა ივნისში მოაწერეს ხელი მემორანდუმს, რის შემდეგაც ანკარამ ამ ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის დაბლოკვა შეწყვიტა. თურქეთის ხელისუფლების მთავარი მოთხოვნაა, რომ ჰელსინკმა და სტოკჰოლმა ქურთი მებრძოლების თავშესაფრის მიცემაზე უარი თქვან.

ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება ამ დროისთვის მხოლოდ ორ ქვეყანას, უნგრეთსა და თურქეთს არ მოუხდენია.