მევლუთ ჩავუშოღლუ - „3+3“ ფორმატი კავკასიაში მოიტანს გრძელვადიან ნორმალიზაციას თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის
მევლუთ ჩავუშოღლუ - „3+3“ ფორმატი კავკასიაში მოიტანს გრძელვადიან ნორმალიზაციას თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

„3+3“ ფორმატი კავკასიაში მოიტანს გრძელვადიან ნორმალიზაციას თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას განაცხადა.

„3+3“ ფორმატი კავკასიაში მოიტანს გრძელვადიან ნორმალიზაციას თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ჩვენ ასევე ვაფასებთ საკითხებს თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით. გვსურს, მადლობა ვუთხრათ რუსეთს, ჩვენ მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

თავის მხრივ, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „3+3“ ფორმატის მეორე შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება და კარი ღიაა რეგიონის ყველა ქვეყნისთვის.