მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი ნატო-ს გაფართოების მომხრეა
მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი ნატო-ს გაფართოების მომხრეა

თურქეთი ნატო-ს გაფართოების მომხრეა, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუმ მიუნხენში ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტებმა მევლუთ ჩავუშოღლუს დავოსში გაკეთებული განცხადების განმარტება სთხოვეს, სადაც ის ამბობდა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მომხრეა.

მისივე თქმით, არიან ასპირანტი ქვეყნები და მათთვის ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმა უნდა გააქტიურდეს.

„მე რაც ვთქვი ის არის, რომ თურქეთი ნატო-ს გაფრათოების მომხრეა. ეს იყო ჩემი გზავნილი“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ დავოსის ეკონომიკური ფორმის ფარგლებში გამართული დისკუსიის დროსაც განაცხადა, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი.

„არ მესმის, რატომ არ ვიწვევთ საქართველოს ან არ გავააქტიურეთ სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის. ჩვენ გვაკრიტიკებენ რუსეთთან, როგორც მეზობელთან, შედარებით კარგი ურთიერთობისთვის, თუმცა ჩვენი დასავლელი მეგობრები არ ეთანხმებიან საქართველოს მიწვევას, რადგან მათ არ სურთ, რუსეთის პროვოცირება. თუმცა, საქართველოს ჩვენ ვჭირდებით და ჩვენ გვჭირდება საქართველოსნაირი მოკავშირე. ჩვენ გვჭირდება გაფართოება და საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.