მეუღლის მიერ დაჭრილი ქალი საგარეჯოდან თბილისში გადმოიყვანეს
მეუღლის მიერ დაჭრილი ქალი საგარეჯოდან თბილისში გადმოიყვანეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ყანდაურაში მეუღლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 76 წლის ქალი საგარეჯოს კლინიკიდან თბილისში, ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს.

ქალს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული.

საგარეჯოს საავადმყოფოს ექიმების განცხადებით, ქალი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

რაც შეეხება მამაკაცის მიერ მოკლულ ოჯახის ოთხ წევრს, მათი ცხედრები სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის გურჯაანის ბიუროშია გადასვენებული. ექსპერტიზის პასუხები რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.

სოფელ ყანდაურაში 85 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ავადმყოფი მეუღლე კი, დაჭრა. მამაკაცი დაკავებულია. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.