მეუფე სტეფანე - მეუფე შიომ იქადაგა ის, რაც საეკლესიო სწავლებაა, მიტევება მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ადამიანი ნანობს თავის საქციელს
მეუფე სტეფანე - მეუფე შიომ იქადაგა ის, რაც საეკლესიო სწავლებაა, მიტევება მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ადამიანი ნანობს თავის საქციელს

მეუფე შიოს არაფერი განცხადებები არ გაუკეთებებია, ჩვეულებრვად იქადაგა ის, რაც საეკლესიო სწავლებაა, – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიტევება ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ადამიანი ნანობს თავის საქციელს და ეს არის მთავარი ლაიტმოტივი მეუფე შიოს ქადაგებისა.

„ითქვა, თითქოს მეუფე შიომ რაღაც განცხადებები გაკეთა, არაფერი განცხადებებია რ გაუკეთებებია, მეუფე შიომ ჩვეულებრვად იქადაგა ის, რაც საეკლესიო სწავლებაა. უჩვეულო და გაუგებარი რაღაცები დაიწყო ამის შემდეგ, რადგან ვერ გაიგეს, რა შინაარსი ჰქონდა მის ქადაგებას. როცა საუბარია, რომ მიტევება არ ნიშნავს, ბოროტება უპირობოდ იქნას მიტევებული, მაშინ გამოდის, რომ თუ ბოროტებას უპირობო მიტევება აქვს, ბოროტება იქნება მთავარი მიმართულება ჩვენი ცხოვრებისა. მან თქვა, რომ სახარებაში ასე არ წერია. სახარებაში წერია, რომ ადამიანი თუ რაღაც სიტუაციაში აღმოჩნდა, როდესაც ბოროტებას აკეთებს, მიტევება შველის მას. მიტევება ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ადამიანი ნანობს თავის საქციელს. ეს არის მთავარი ლაიტმოტივი მეუფე შიოს ქადაგებისა.

ეს არ იყო განცხადებები, არამედ იყო ქადაგება საეკლესიო სწავლებისა. ამ ქადაგებას არ ჰქონდა არანაირი დანიშნულება, რომ ვთქვათ, ვიღაცასთან მიმართებაში გამოიყენო. თუ ადამიანი თავის თავს ხედავს იმ სიტყვებში, რომლებიც ქრისტიანული სწავლებით არის წარმოჩენილი, ეს ნიშნავს, რომ რაღაც ბოროტება ჩაუდენია ისეთი, რომლის მონანიება არ უნდა და თავის თავზე იღებს იმ ქადაგების შინაარსს, რომელსაც მეუფე ქადაგებს ზოგადად საეკლესიო სწავლებაზე“, – განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ „იმედის“ ეთერში.