მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილი - პოლიტიკურ მოღვაწეებსა და პოლიტიკურ აფერისტებს ვერ შევაფასებ, ვინ არის პეტიცია, არ მოვაწერ ხელს
მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილი - პოლიტიკურ მოღვაწეებსა და პოლიტიკურ აფერისტებს ვერ შევაფასებ, ვინ არის პეტიცია, არ მოვაწერ ხელს

სამართლიანობა თუ არ იქნა, მხოლოდ წყალობა არ არის უკვე ის, რაც არის სიკეთე, – ამის შესახებ მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„სამართლიანი თუ არ იქნება უფალი, მაშინ ჯოჯოხეთი ფაქტობრივად გაუქმდება, აღარ არის ჯოჯოხეთი საჭირო და სამოთხე დაემსგავსება აყროლებულ ღორებს, ფარეხს, გამიგეთ, რა ხდება. სამართლიანობა თუ არ იქნა, მხოლოდ წყალობა არ არის უკვე ის, რაც არის სიკეთე“, – აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

კითხვაზე, „სააკაშვილთან დაკავშირებით სამართლიანი პროცესი მიმდინარეობს?“, – მეუფე სტეფანემ უპასუხა, რომ პოლიტიკურ მოღვაწეებს და პოლიტიკურ აფერისტებს ვერ შეაფასებს.

„მე პოლიტიკურ მოღვაწეებს, პოლიტიკურ აფერისტებს და პოლიტიკურ პროვოკატორებს ვერ ვაფასებ, არ ვიცი“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ, რომელმაც კითხვაზე საპასუხოდ განმარტა, რომ „საუბრობს ყველაზე“.

ამასთან, მეუფე სტეფანეს თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შედგენილ პეტიციას ხელს არ მოაწერს.

„ვინ არის პეტიცია, არ ვაპირებ და არ მოვაწერ“, – განაცხადა მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა.

დატოვე კომენტარი