მეუფე შიომ მსოფლიო პატრიარქს მიმართა - საყოველთაოდ ცნობილია თქვენი სიყვარულისა და პატივისცემის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქ ილიასადმი, მადლობა თქვენი საოცრად თბილი სიტყვებისთვის
საყოველთაოდ ცნობილია თქვენი სიყვარულისა და პატივისცემის შესახებ სრულიად კათოლიკოს-პატრიარქ ილიასადმი, მისი ღვაწლისადმი, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი საოცრად თბილი სიტყვებისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს პირველს, რომელმაც სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქვა.
„თქვენო ყოვლად უწმინდესობავ, შეუძლებელია, ჩვენ არ აღვნიშნოთ თქვენი საოცრად თბილი სიტყვები, ძლიერი და სულიერი სიტყვა. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის. საყოველთაოდ ცნობილია თქვენი სიყვარულის და პატივისცემის შესახებ სრულიად კათოლიკოს-პატრიარქ ილიასადმი, მისი ღვაწლისადმი.
თქვენს სიტყვაში აღნიშნეთ თქვენი მონაწილეობის შესახებ საქართველოს ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიის აღიარების საქმეში. რა თქმა უნდა, ამ თქვენს დიდ ღვაწლსა და მონაწილეობას ქართველი ერი და ეკლესია არასდროს დაივიწყებს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისთვის“, – განაცხადა მეუფე შიომ.