მეუფე შიო - უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს ეკლესია მსოფლიო პატრიარქის პოზიციას ელოდება
მეუფე შიო - უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს ეკლესია მსოფლიო პატრიარქის პოზიციას ელოდება

უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს ეკლესია მსოფლიო პატრიარქის პოზიციას ელოდება, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ განაცხადა.

„წმინდა სინოდის სხდომაზე წაკითხული იყო მსოფლიო პატრიარქისა და რუსეთის პატრიარქის წერილები. წმინდა სინოდის მღვდელმთავრები გაეცნენ ამ წერილებს. თავად მსოფლიო საპატრიარქო როგორც ამბობს, უფრო ღრმად უნდა გაერკვეს ამ პროცესში და მთავარი გზავნილი რაც იყო მათი მხრიდან, უნდა მოხდეს განხეთქილების განკურნება. ჯერ სხვაზე არაფერზე საუბარი არ ყოფილა. უნდა დაველოდოთ, მსოფლიო პატრიარქის წერილი კიდევ იქნება და საქართველოს ეკლესიის პოზიციაც იქნება აუცილებლად”, – განაცხადა მეუფე შიომ.

მისივე თქმით, ქართული ეკლესია მსოფლიო საპატრიარქოს პოზიციას ელოდება. „საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით საკუთარ აზრს მხოლოდ ამის შემდეგ გამოთქვამს”, – განაცხადა მეუფე შიომ.