მეუფე შიო - უფალი ამბობს, ნუ ეჩვენები ადამიანებს, რომ შენ მარხულობ, სხვების მოსაჩვენებლად ნუ აკეთებ ამას
მეუფე შიო - უფალი ამბობს, ნუ ეჩვენები ადამიანებს, რომ შენ მარხულობ, სხვების მოსაჩვენებლად ნუ აკეთებ ამას

უფალი ამბობს, როდესაც ინახავ მარხვას, ნუ ეჩვენები ადამიანებს, რომ შენ მარხულობ, სხვების მოსაჩვენებლად ნუ აკეთებ ამას, – ამის შესახებ პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას აღნიშნა.

მეუფე შიომ მრევლს შეახსენა, რომ ხვალიდან იწყება დიდი მარხვა და წინა დღეს – კვირას იკითხება სახარება, რომელიც იწყება უფალი იესო ქრისტეს სწავლებით მიტევების შესახებ და ამიტომაც ამ კვირა დღეს ეწოდება მიტევების კვირა.

„ხვალ დიდი მარხვა იწყება და უფალი ამბობს, რომ შენ როდესაც ინახავ, ნუ ეჩვენები ადამიანებს, რომ შენ მარხულობ, სხვების მოსაჩვენებლად ნუ აკეთებ ამას, არამედ საიდუმლო იყოს შენი მარხვა.

რატომ? იმიტომ, რომ მარხვა ინდივიდუალური რამ არის. ყველა თავისებურად მარხულობს და ჩვენ არ უნდა განვიხილოთ, ვინ როგორ მარხულობს“, – აღნიშნა მეუფე შიომ.