მეუფე შიო - მარიხუანას ექსპორტზე გატანა დიდ რისკებს შეიცავს, რადგან სახელმწიფო არ არის მზად, აღკვეთოს არალეგალური კულტივაცია
მეუფე შიო - მარიხუანას ექსპორტზე გატანა დიდ რისკებს შეიცავს, რადგან სახელმწიფო არ არის მზად, აღკვეთოს არალეგალური კულტივაცია

მარიხუანას ექსპორტზე გატანა დიდ რისკებს შეიცავს, რადგან სახელმწიფო არ არის მზად, აღკვეთოს შემდგომში არალეგალური კულტივაცია, –  ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა განაცხადა.

„ჩვენ ვფიქრობთ და ნარკომანიის თემაზე მიმდინარე დღევანდელ კონფერენციაზე ზოგადი პათოსიც ასეთი იყო, რომ ეს დიდ რისკებს შეიცავს, რადგან სახელმწიფო არ არის მზად, აღკვეთოს შემდგომში არალეგალური კულტივაციაც, რაც სამწუხაროდ, მოხდა ბევრ ქვეყანაში, სადაც იყო სამედიცინო კუთხით კულტივაცია. ეს არის ეკლესიის პოზიცია და შემდგომ ჩვენი პოზიცია დაწვრილებით გამოქვეყნდება“, – განაცხადა მეუფე შიომ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების (განსაკუთრებით მოზარდების) დასაცავად და სამედიცინო მიზნით, ექსპორტზე გასატანად კანაფის მოყვანა-წარმოების რეგულირებისთვის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მოამზადა, რომელიც მთავრობას დღეს წარედგინა. შსს-ს ცნობით, ახალი კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა.