მეუფე შიო - ეკლესია მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევას ელოდება
მეუფე შიო - ეკლესია მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევას ელოდება

ჩვენ ველოდებით, რომ მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან გაწვეული იქნება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის თანამოსაყდრემ მეუფე შიომ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეკლესია საქართველოს პარლამენტს აღნიშნული კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ ველოდებით, რომ მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან გაწვეული იქნება. ეკლესია საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, აღნიშნული კანონპროექტი გაიწვიოს“, – განაცხადა მეუფე შიომ.

პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადაიდოს.