მეუფე შიო - ადამიანი სიყრმიდანვე უნდა ზრუნავდეს სულიერ წინადაცვეთაზე, როგორც ცოდვების მოკვეთაზე
მეუფე შიო - ადამიანი სიყრმიდანვე უნდა ზრუნავდეს სულიერ წინადაცვეთაზე, როგორც ცოდვების მოკვეთაზე

ადამიანი სიყრმიდანვე უნდა ზრუნავდეს თავის სულიერ წინადაცვეთაზე, როგორც ცოდვების მოკვეთაზე, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

„ჩვენო ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, არის ხსენება კესარია-კაბადოკიის დიდი მღვდელმთავთრისა, ბასილი დიდისა, ასევე არის ახალი წელი ძველი სტილით, რომელსაც გილოცავთ. ყველა ამ დღესასწაულს გილოცავთ და გადმოვცემთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოლოცვას. შეგეწიოთ მისი ლოცვა-კურთხევა თქვენ და ჩვენ და სრულიად საქართველოს“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ ასევე ისაუბრა იესო ქრისტეს წინადაცვეთის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ადამიანი სიყრმიდანვე უნდა ზრუნავდეს სულიერ წინადაცვეთაზე. 

„ჩვენ ეს დღესასწაული გვაფიქრებს როგორც უფლის მიერ აღსრულებულ დიდ საიდუმლოებაზე, ასევე იმაზე, რომ ის ხდებოდა ჩვილობაში, მერვე დღეს. ეს ასევე გვახსენებს იმას, რომ ადამიანი სიყრმიდანვე უნდა ზრუნავდეს თავის სულიერ წინადაცვეთაზე, როგორც ცოდვების მოკვეთაზე, ცუდი აზრების, არაწმინდა გულისთქმების, ამაო მისწრაფებების მოკვეთაზე. ეს არის ქრისტიანული გზა, ამიტომ ვინათლებით ჩვენ, რათა ჩვენი სული შეუერთდეს უფალს და ვიყოთ მარადიულად უფლის სიხარულში“, – აღნიშნა მეუფე შიომ ქადაგებისას.