მეუფე პეტრე - წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომა თუ მიემსგავსება პილატეს სასამართლოს, ყველაფერი შესაძლებელია
მეუფე პეტრე - წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომა თუ მიემსგავსება პილატეს სასამართლოს, ყველაფერი შესაძლებელია

დღევანდელი დღე და წმინდა სინოდის სხდომა თუ მიემსგავსება პილატეს სასამართლოს, ყველაფერი შესაძლებელია, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოსთან ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ განაცხადა.

„ჭეშმარიტება არის მარადიული. ჩემთვის არაფერი შეცვლილა. მირჩევნია სიმართლისთვის დავისაჯო, ვიდრე ტყუილით გავმართლდე. ღმერთი არის სიმართლეში და ბოლო სიტყვას იტყვის უფალი.

რაც შეეხება ჩემთან დამოკიდებულებას, თქვენ რაც გაინტერესებთ – სასჯელს. თუ დღევანდელი დღე და წმინდა სინოდის სხდომა მიემსგავსება პილატეს სასამართლოს, ყველაფერი შესაძლებელია“, – განაცხადა მეუფე პეტრემ ჟურნალისტებთან.

მეუფე პეტრეს განცხადებით, უნდა შეიქმნას საეკლესიო სასამართლო და ყველა ადამიანის, ყველა იერარქიის, მათ შორის მისი საკითხი უნდა გადაწყდეს კანონიკური სამართლით.