მეუფე იაკობი - 17:00 საათზე ჩვენ უნდა ჩავატაროთ ლოცვა, პოლიტიკოსებს მოვუწოდებ, გონიერებას მოუხმონ და ასეთ დაძაბულ ზღვარზე ნუ მიჰყავთ ქვეყანა
მეუფე იაკობი - 17:00 საათზე ჩვენ უნდა ჩავატაროთ ლოცვა, პოლიტიკოსებს მოვუწოდებ, გონიერებას მოუხმონ და ასეთ დაძაბულ ზღვარზე ნუ მიჰყავთ ქვეყანა

ძალიან გვიან გადაწყვიტეს, მაგრამ კარგია, რომ გადაწყვიტეს. ჩვენ არაფერი პრობლემა არ გვაქვს მაგ ხალხთან. 17:00 საათზე ჩვენ უნდა ჩავატაროთ ლოცვა, – ამის შესახებ მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განუცხადა.

მეუფე იაკობმა პოლიტიკოსებს მოუწოდა, გონიერებას მოუხმონ.

„ჩვენ უნდა ვილოცოთ. ვიცოდით, რომ ასეთი ცუდ რამ შეიძლება მომხდარიყო. მიგაგდეს ჟურნალისტები და თვითონ არიან სადღაც წყნარად შესულები. ძალიან გვიან გადაწყვიტეს, მაგრამ კარგია, რომ გადაწყვიტეს. ჩვენ არაფერი პრობლემა არ გვაქვს მაგ ხალხთან. 17:00 საათზე ჩვენ უნდა ჩავატაროთ ლოცვა. პოლიტიკოსებს მოვუწოდებ, გონიერებას მოუხმონ და ასეთ დაძაბულ ზღვარზე ნუ მიჰყავთ ქვეყანა. იმაზე გავაკეთოთ აქცენტები, რომ ბევრი შიმშილობს, როგორ დავეხმაროთ ერთმანეთს. ამ ხალთან ისინი სად გამოვლენ. 15-მა პარტიამ რომ მოაწერა ხელი განცხადებას, რომლებიც საპარლამენტოები არიან, მათ გადაინაწილონ პასუხისმგებლობა. ქართველ ხალხზე და საქართველოზე მოძალადები არიან ეგენი“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.