მეუფე ნიკოლოზი - წლევანდელი ეპისტოლე არის ძალიან ღრმა საღვთისმეტყველო განხილვა, ეს არის ნამდვილი პოეზია ღვთისმეტყველური
მეუფე ნიკოლოზი - წლევანდელი ეპისტოლე არის ძალიან ღრმა საღვთისმეტყველო განხილვა, ეს არის ნამდვილი პოეზია ღვთისმეტყველური

წლევანდელი ეპისტოლე არის ძალიან ღრმა საღვთისმეტყველო განხილვა, არაერთხელ უნდა წაიკითხოთ ეს ეპისტოლე, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეზე საუბრისას განაცხადა.

„ყოველი ეპისტოლე პატრიარქის იმდენად გასაკვირია, წარმოიდგინეთ 42 წელია ყოველ შობას და აღდგომას ულოცავს მრევლს და სულ იმას ვფიქრობ, რომ როგორ შეიძლება, 42 წლის განმავლობაში, წელიწადში ორჯერ მიულოცო და რაღაც ახალი უთხრა. წლევანდელი ეპისტოლე არის ძალიან ღრმა საღვთისმეტყველო განხილვა და პოეტურია. არაერთხელ უნდა წაიკითხოთ ეს ეპისტოლე. ეს არის ნამდვილი პოეზია ღვთისმეტყველური, ნამდვილი საღვთისმეტყველო სიღრმით გამსჭვალული. ძალიან საინტერესო ეპისტოლეა.

​ყველას გილოცავთ შობის დღესასწაულს, მრავალს დაესწარით თქვენ და სრულიად საქართველო. დღევანდელ დღეს ხშირად უნდა გაიმეოროთ სიტყვები – ჩვენთან არს ღმერთი, ებრაულად ჟღერს, წერია სახარებაში – ემმანუელ. ერთმანეთს უნდა ვუპასუხოთ – არს და იყოს“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

დატოვე კომენტარი