მეუფე ნიკოლოზი – სასულიერო პირებს გვაქვს შეთანხება, რომ არ არის სწორი, ვაკეთოთ საჯარო პოლიტიკური განცხადებები დავით გარეჯის თემაზე, გარეჯი არის საქართველო, გარეჯი არის ჩვენი

13:03, 18.10.2020

დავით გარეჯის საკითხზე ჩემი ან თქვენი საუბრით გარეჯს არც არაფერი მოემატება და არც არაფერი მოაკლდება, გარეჯი არის საქართველო, გარეჯი არის ჩვენი და მიმაჩნია, რომ ამდენი საუბარი ასეთ სატელევიზო სივრცეში ჯადოსნური ხელის ქნევაა, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სასულიერო პირები შეთანხმდნენ, რომ დავით გარეჯის თემაზე კომენტარებს არ გააკეთებენ.

„არავითარ შემთხვევაში არავითარ კომენტარს ამ თემაზე არ გავაკეთებ. მიმაჩნია, რომ საუბარი საჯარო სივრცეში ასეთი სახით და ასეთი ფორმით, ეს არის რაღაც გაუგებარი, უცნაური თამაში, რომელსაც ჩვენ, მოსახლეობა, როგორც პოლიტიკური ცხვრები, მივყვებით. მე არ მსურს, ვიყო პოლიტიკური ცხვარი, მინდა ვიყო ქრისტეს ცხვარი და ამიტომ შეწყდეს ამ თემაზე საუბარი, ეს არის ჩემი მოწოდება.

ჩვენ, სასულიერო პირებს, გვაქვს შეთანხება, რომ არ არის სწორი ვაკეთოთ საჯარო პოლიტიკური განცხადებები და საჯარო პოლიტიკური მხარდაჭერა ან წინააღმდეგობა გამოვუცხადოთ, ეს არ მიმაჩნია მართებულად“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მსგავსი