მეუფე ნიკოლოზი - ხელისუფლებასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ აღდგომის ღამეს მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ჯანდაცვის მოთხოვნები, არც მწვადი დავწვათ და არც შამფური
მეუფე ნიკოლოზი - ხელისუფლებასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ აღდგომის ღამეს მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ჯანდაცვის მოთხოვნები, არც მწვადი დავწვათ და არც შამფური

 

მიმდინარეობს მოლაპარაკება ხელისუფლებასთან, რომ აღდგომის ღამეს მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული პანდემიის გამო ჯანდაცვის მოთხოვნები, საუბარია იმაზე, რომ არც მწვადი დავწვათ, არც შამფური, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმორდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) განაცხადა.

„მიმდინარეობს მოლაპარაკება ხელისუფლებასთან, რომ მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული პანდემიის გამო ჯანდაცვის მოთხოვნები. მეორეს მხრივ, მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული ხალხის ინტერესი. ბევრი ადამიანია, ვისაც სურვილი აქვს მოსვლის. საუბარია იმაზე, რომ არც მწვადი დავწვათ და არც შამფური, რომ არც ეპიდემია გავავრცელოთ, გავამძვინვაროთ და არც ადამიანები არ ჩავაგდოთ სასოწარკვეთილებაში“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.