მეუფე ნიკოლოზი - ეკლესიის დამოკიდებულება ვაქცინებისადმი პოზიტიურია, მაგრამ, თუ ყველა ადამიანს ვაქცინის გაკეთებას დააძალებენ, იძულებით რაღაც მოქმედება ეშმაკისეულია
მეუფე ნიკოლოზი - ეკლესიის დამოკიდებულება ვაქცინებისადმი პოზიტიურია, მაგრამ, თუ ყველა ადამიანს ვაქცინის გაკეთებას დააძალებენ, იძულებით რაღაც მოქმედება ეშმაკისეულია

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) განცხადებით, ეკლესიის დამოკიდებულება ვაქცინისადმი და მკურნალობისადმი პოზიტიურია. თუმცა როგორც მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალიოსტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ ადამიანს დააძალებენ ვაქცინის გაკეთებას, ეს მოქმედება ეშმაკისეული იქნება.

„ზოგადად ეკლესიის დამოკიდებულება მკურნალობისა და ვაქცინებისადმიც არის პოზიტიური.
მე იმასაც ვიზიარებ, რომ ყალბი არხები იქმნება, ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ. მაგალითად, ამ ვაქცინაზეც არ გამოვრიცხავ, რომ ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. მთავარი ამ ინფორმაციაში არის ის, რაზეც მეუფე საბამ გააკეთა რეაგირება, რომ ეს ვაქცინა იქნება საყოველთაო ანუ ყველა ადამიანს დააძალებენ ამ ვაქცინის გაკეთებას. ეს არის ეშმაკისგან ნამდვილად. თუ ყველა ადამიანს დააძალებენ რაღაცის გაკეთებას, იძულებულს გახდიან დედამიწას და ყველა ადამიანს, რომ რაღაც მოქმედება შეასრულოს, ეს ნამდვილად ეშმაკისეული მოქმედება იქნება. მე ამას იმპერატიულად არც ერთი ადამიანისგან არ მივიღებ. თუ იქნება იმპერატიულად, რომ ეს აუცილებლად უნდა გაიკეთოს საყოველთაოდ ყველამ, ყოველგვარი ახსნის გარეშე, მე ამაში მონაწილეობას არ მივიღებ. ვაქცინას მე აუცილებლად გავიკეთებ, მაგრამ თუ დამაძალებენ, მაშინ არ გავიკეთებ“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.