მეუფე ნიკოლოზი - მეუფე სპირიდონს მადლობა უნდა ვუთხრათ, რაც მან გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, ქუჩიდან წამოიყვანა ბავშვები და 20 წელიწადზე მეტია, უვლიდა
მეუფე ნიკოლოზი - მეუფე სპირიდონს მადლობა უნდა ვუთხრათ, რაც მან გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, ქუჩიდან წამოიყვანა ბავშვები და 20 წელიწადზე მეტია, უვლიდა

ეკლესიამ, მთელმა ხალხმა მეუფე სპირიდონს უნდა ვუთხრათ მადლობა, რაც მან გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, ქუჩიდან წამოიყვანა ბავშვები და 20 წელიწადზე მეტია ასეთ ბავშვებს უვლიდა, ის იყო პირველი ვინც დაიწყო ამ საქმის კეთება, – ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ხარვეზები შეიძლება, ყველგან იყოს და მისი გამოსწორება უნდა მოხდეს.

„დღევანდელი სტანდარტების, შესაძლებლობების შესაბამისად სხვებმა გააგრძელონ ახლა ეს საქმე, ჩვენ ძალიან გახარებულნი ვიქნებით. ხარვეზები რომ იქნეს გამოვლენილი, ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება, რადგან გავაკეთებთ ყველაფერს უკეთ, ვიდრე ვაკეთებდით აქამდე, მაგრამ თუ ეს შემოწმება დაიწყება, უნდა შემოწმდეს ყველაფერი. ჩემს ეპარქიაში, ჩემს სასწავლებლებში არის დარღვევები და თუ ვინმე მომეხმარება ამ დარღვევების გამოვლინებაში, სიამოვნებით გამოვასწორებ ამას დიდი სიხარულით. სინოდის კრება როდის იქნება ჯერ სავარაუდოდ არავინ იცის, უწმინდესი ბრძანებს ხოლმე“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

დატოვე კომენტარი