მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი  - პეტრე ცაავა ისე უხამსად მოიქცა, იძულებული ვიყავით, წმინდა სინოდის სხდომიდან ხელით გაგვეყვანა
მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი - პეტრე ცაავა ისე უხამსად მოიქცა, იძულებული ვიყავით, წმინდა სინოდის სხდომიდან ხელით გაგვეყვანა

პეტრე ცაავა ისე უხამსად მოიქცა წმინდა სინოდის სხდომაზე, რომ ჩვენ იძულებული ვიყავით, ხელით გაგვეყვანა წმინდა სინოდის სხდომიდან, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, პეტრე ცაავამ იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ ის პატრიარქმა გადააყენა.

„ვნახე მეუფე პეტრეს კომენტარი და სპეციალურად მოვედი კომენტარის გასაკეთებლად. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. მან თქვა კიდევ ერთი ტყუილი, რომ პატრიარქმა გადააყენა. პეტრე გადააყენა წმინდა სინოდმა. სამწუხაროდ, არ დაგვიტოვა არანაირი საშუალება, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიგვეღო.

მეუფე პეტრე ისე უხამსად მოიქცა წმინდა სინოდის სხდომაზე, რომ ჩვენ იძულებული ვიყავით ხელით გაგვეყვანა წმინდა სინოდის სხდომიდან“, – განაცხადა მეუფე ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

მეუფე პეტრე ცაავამ სინოდის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის „პატრიარქმა მღვდელთმთავრობიდან განაყენა“.