მეუფე კალისტრატეს გარდაცვალების გამო, ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის პროექტის პრეზენტაცია გადაიდო

18:35, 20.06.2019

„აიგრუპის“ მიერ ქუთაისში დაგეგმილი ელექტრომობილების ქარხნის პროექტის პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილი იყო გასართობი შოუ და კონცერტი 26 ივნისისთვის გადაიდო, – ინფორმაციას ინდუსტრიული ჯგუფი „აიგრუპი“ ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, ღონისძიების გადადების მიზეზი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე კალისტრატეს გარდაცვალება გახდა.

„ჩვენ ვუსამძიმრებთ ოჯახს, მრევლს და მართლმადიდებელ ქრისტიანებს და ვიზიარებთ მათ წუხილს“ – აცხადებს „აიგრუპის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კახა გულედანი.

ინდუსტრიული ჯგუფის ინფორმაციით, ​პრეზენტაციასთან დაკავშირებით დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ავადმყოფობის შედეგად, 80 წლის ასაკში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე დღეს, გამთენიისას გარდაიცვალა.

მსგავსი