მეუფე იოანე აცხადებს, რომ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე აქტივისტები სუბიექტურები და მიკერძოებულები არიან
მეუფე იოანე აცხადებს, რომ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე აქტივისტები სუბიექტურები და მიკერძოებულები არიან

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე რიონის ხეობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა. როგორც მეუფემ აღნიშნა, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე აქტივისტები სუბიექტურები და მიკერძოებულები არიან.

მეუფე აქციის მონაწილეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.

„ამ შემთხვევაში, უფრო სწორი იქნება ხელისუფლებასთან დიალოგის გზა. პეტიცია შეიტანა პარლამენტში ვარლამმა, იყო განხილვა. კომისიამ განიხილა და უთხრეს, რომ ამას გადავცემთ სპეციალისტებსო. სუბიექტურები არიან, მიკერძოებულები. უნდა ჰკითხოთ, რატომ არიან მიკერძოებულები. თავიდან კატასტროფაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ რეალურად, დღეს ლაპარაკია იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც სავარაუდოდ, ჩემი აზრით, გადახედვას მოითხოვს“,- განაცხადა მეუფე იოანემ.

დატოვე კომენტარი