მეუფე იაკობი - ყოფილი პრეზიდენტი იქნება თუ სხვა, ვინც ქვეყნის წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს, როგორ უნდა მივიღოთ? თამარ მეფე, ქეთევან დედოფალი ვინმესთან ჩიოდნენ? ადრეც მივმართე ერთ ქალბატონს, ვისი სისხლის დაღვრა გსურთ?
მეუფე იაკობი - ყოფილი პრეზიდენტი იქნება თუ სხვა, ვინც ქვეყნის წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს, როგორ უნდა მივიღოთ? თამარ მეფე, ქეთევან დედოფალი ვინმესთან ჩიოდნენ? ადრეც მივმართე ერთ ქალბატონს, ვისი სისხლის დაღვრა გსურთ?

ყოფილი პრეზიდენტი იქნება თუ სხვა ნებისმიერი ქალბატონი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს, როგორ უნდა მივიღოთ? თამარ მეფე, ქეთევან დედოფალი შაჰ-აბასთან ჩიოდნენ ან ვინმესთან? ადრე მივმართე ერთ ქალბატონს, ვისი სისხლის დაღვრა გსურთ? – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში ქადაგებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, გამართლება არავის აქვს.

„როგორი დედა გვყავს ღვთისმშობელი, როგორი დედაა წმინდა ნინო – ჩვენზე მათგან რამე დაყვედრებული მოგვისმენია? დღეს რა ხდება? ჩართავ ტელევიზორს, საინფორმაციო გადაცემების ყურება აღარ მინდა. ამაყად აცხადებენ უცხოეთში, დიადი ქვეყანა როგორ უნდა იყო, ასეთი პატარა, მცირერიცხოვანი ქვეყანა ვერ დაგიმორჩილებიაო. ასეთი სულიერი სიღარიბე რა უნდა გქონდეს?! წმინდა ნინო არაქართველი იყო, ჩამოვიდა და ქართველებზე ქართველი გახდა. ყოფილი პრეზიდენტი იქნება თუ სხვა ნებისმიერი ქალბატონი, რომელიც უცხოეთში საქართველოს წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს, როგორ უნდა მივიღოთ? შეხედეთ და გადახედეთ თამარ მეფეს, ქეთევან დედოფალს – შაჰ-აბასთან ჩიოდნენ ან ვინმესთან? რომ დადიხარ და ამდენ ქვეყანაში ჩივი, ისე იქნება, როგორც ღმერთს უნდა და ჩვენ, ქართველ ხალხს გვინდა. ჩვენ ვუყურებთ პროცესებს და, რა თქმა უნდა, მშვიდობა, სიმშვიდე გვინდა. ძალიან ცუდად ვიქცევით. ასე რომ ხდება, გამართლება არავის გვაქვს. ყველამ შენდობა უნდა ვთხოვოთ ღმერთს, ერთმანეთს. რა გვინდა, ისევ 90-იანი წლებში დავბრუნდეთ? ადრეც მივმართე ქალბატონებს და განსაკუთრებით ერთ ქალბატონს – ვისი სისხლის დაღვრა გსურთ? გაიხსენეთ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი და წმინდა ნინოს ქვეყანა ვართ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობმა 2024 წლის 3 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციის ქალ წარმომადგენლებს მიმართა: „რას მოგვცემს ეს ქუჩის აქციები?! დღეს ჩვენ თუ ასე მოვექეცით ერთმანეთს, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე ფიქრი გამორიცხულია. ვისი შვილის სისხლის დაღვრა გინდათ? დაფიქრდით ამაზე, რას იცავთ? საუბრობთ იმიტომ, რომ გინდათ უცხოელს მოაწონოთ თავი, თორემ საქართველოსთვის რას აკეთებთ? ხომ შეიძლება, ვიცხოვროთ ისე, რომ, აი, დამთავრდა არჩევნები და ყველამ ერთად ვაკეთოთ საქმე – გავაძლიეროთ საქართველო“.