მეუფე იაკობი - ვფიქრობ, ვნახავთ გზას, რომ შევიკრიბოთ ეკლესიაში, პატრიარქმა და ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს, რომ ერი გავერთიანდეთ
მეუფე იაკობი - ვფიქრობ, ვნახავთ გზას, რომ შევიკრიბოთ ეკლესიაში, პატრიარქმა და ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს, რომ ერი გავერთიანდეთ

ჩვენ ერთამანეთს დავამარცხებთ, თუ არ გავიაზრეთ, რა გველოდება წინ. რამდენიმე წელია, შერიგებაზე ვლაპარაკობ, შენდობას ვითხოვ, ცოტა მძიმედ ვიტყვი, ეკლესიაში პატრიარქმა და ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს, რომ ერი გავერთიანდეთ, ასე დაყოფილი აღარ ვიყოთ, – ამის შესახებ მეუფე იაკობმა განაცხადა.

მეუფე იაკობი ამბობს, რომ თავად ცდილობს, არავის მხარედ არ გამოჩნდეს. მისივე თქმით, დღეს ყველა უნდა დადგეს საქართველოს, ჩვენი ქვეყნის მხარეს.

მეუფე იაკობის შეფასებით, ქართველებმა ეკლესიაში უნდა ნახონ ერთმანეთთან მისასვლელი გზები, რადგან ეკლესიაში შერიგება ნიშნავს ერთმანეთის ღირსებისადმი გაფრთხილებას.

„ცოტანი ვართ და ყველა მხარეს ყველა ჩვენია. ჩვენ განა არ შეგვიძლია მართლის და მტყუანის გარჩევა, დღეს ის დროა, მხარეს ვეღარ იჭერ. დღეს შეიძლება, ავირჩიოთ ერთი მხარე – ეს არის საქართველო და ყველა უნდა დავდგეთ საქართველოსთან, რადგან საქართველო ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო და ჩვენი სახელმწიფოა. სხვა სამშობლო ჩვენ, ქართველებს და აქ მცხოვრებ ხალხს არ გვაქვს და ვერავინ შეგვიცვლის. ცოტა ხნის წინ დღესასწაული იყო, მაშინაც ვთქვი შერიგებაზე, ვცდილობ, რომ მხარედ არ გამოვჩნდე. ვიცი, სად არის ჭეშმარიტება და სიმართლე, მაგრამ დგება ხოლმე დრო „ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდებისო“. დღეს მთავარია, ერთმანეთთან მისასვლელი გზები ვნახოთ ქართველებმა ეკლესიაში. იმიტომ მოვუწოდებ, მე გამიხარდა ცალკეული პარტიების, თუნდაც პრეზიდენტის გამოხმაურება, თუ არა ეკლესიაში, შანსი არ არის ჩვენი შერიგების, ეს ყველამ კარგად ვიცოდეთ, რადგან ეკლესიაში შერიგება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით, დღეს არ ვუფრთხილდებით. მე ვიქნები, სხვა იქნება, საზოგადოების ნაწილი, ხელისუფლებები იქნებიან, თუ რა იქნებიან, უნდა ვაღიაროთ ის შეცდომები, თუ დანაშალები, რაც ჩვენ ერთმანეთის მიმართ მიგვიძღვის. დაწყებული ალბათ როგორ მოვეპყარით თავისუფლებას და დამოუკიდებლობას, დაიწყეს ძმათამკვლელი ომი და დავზარალდით ქვეყანა, შემდეგ აფზახეთში და ცხინვალის რეგიონში გადაგვივიდა ეს საკითხები და კარგად ვხედავთ დღეს როგორ მდგომარეობაში ვართ. იმედით აღსავსე ვარ, რადგან ბოლო პერიოდში ყველა ლაპარაკობდა შერიგებაზე. ვფიქრობ, ვნახავთ გზას, რომ შევიკრიბოთ ეკლესიაში, ჩვენ გვაქვს მძიმე სათქმელი ძალიან ბევრისთვის, იმათაც თუ რამე აქვთ სათქმელი, გვითხრან.

რამდენი ხანია, ჩუმად ვარ, რადგან არ მინდა, ისე გავაკეთო, რომელიმე მხარეს აღმოვჩნდე. შერიგებას მოახდენს ის ხალხი, რომელიც მხარე არ იქნება და საქართველოს მხარეს იქნება. თუ მხარეს დადექი ეპისკოპოსი, მთავრობის, ან ვიღაცების მხარეს თუ დავდექი, არ გამოვა მასე, რადგან მე ვხედავ, რომ ჩვენს ერს უნდა ერთად ყოფნა. ბევრი დგას საქართველოს მხარეს, ბევრს ჰგონია საქართველოს მხარეს დგას, პირდაპირ გეტყვით, არ დგანან. არ უნდა დავასუსტოთ ჩვენი ქვეყანა. საქართველოში კაცი არ უნდა დაგვრჩეს ისეთი, რომ ნაწყენი იყოს, ვისაც ქართველი და საქართველო უყვარს, თორემ შეიძლება, ვიღაცა იყოს შემოპარული და იმას ეწყინოს. რა მწამსის, ეროვნების, როგორი აზროვნებაც არ უნდა გვქონდეს, ვინც საქრთველოში ვცხოვრობთ, ჩვენი საქართველოა და გავერთიანდეთ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.