მეუფე იაკობი -  შევარდნაძის დროს „მხედრიონი“ და პოლიცია კურირებდნენ ხე-ტყეს, სააკაშვილის დროს კი, ბატონი მერაბიშვილი
მეუფე იაკობი - შევარდნაძის დროს „მხედრიონი“ და პოლიცია კურირებდნენ ხე-ტყეს, სააკაშვილის დროს კი, ბატონი მერაბიშვილი

თუ შეიძლება, რომ ვიღაცას, უცხოეთიდან ჩამოსულს მიყიდო ტყე, შაჰაბაზის შვილთაშვილებს მიყიდო, რატომ არ შეიძლება, ეკლესიას ჰქონდეს, როცა დასჭირდება, მზად ვართ ხოლმე სახელმწიფოსა და ხალხს დაუბრუნოთ, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპიკსოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომლითაც უპასუხა „ტყის“ კოდექსთან დაკავშირებულ კითხვას, ეკლესიისთვის ტყის გადაცემის საკითხზე.

მეუფე იაკობის შეფასებით, ტყეებთან დაკავშირებით პროტესტის გრძნობა მათ მიმართ არავის ჰქონია, ვისაც ეს ეკუთნოდა.

იაკობის თქმით, შევარდნაძის დროს „მხედრიონი“ და პოლიცია კურირებდნენ ხე-ტყეს, სააკაშვილის დროს კი, მერაბიშვილი.

„მერაბიშვილი რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მესხეთ-ჯავახეთში ტყე დატოვა? აბა, ჩადით ბორჯომში, მანახეთ, თუ არის დარჩენილი იქ პირველადი ტყეები. დაბადებული არ ვარ იქ, თორემ ვიზრდებოდი. ფიჭვი და ნაძვი აღარ დატოვეს. მარტო რუსებმა გააფუჭეს რომ დაწვეს? უარესი აოხრება მაგან გააკეთა პირადად, ეგ ლობირებდა მაგას.

როდესაც ჩინელებს 49 წლის ვადით გადასცეს, პროტესტის გრძნობა გქონდათ ვინმეს? ვინმეს ქონდა პროტესტის გრძნობა ჩინელებმა რომ გაგვიჩეხეს ტყეები? რა ნახა, რა მოიგო საქართველომ, ვიღაცა ჩინოვნიკების ჯიბეში წავიდა. ძველად, შევარდნაძის დროს მხედრიონი და პოლიცია კურირებდა ამ ხე-ტყეს, სააკაშვილის დროს – ბატონი მერაბიშვილი. პასუხი ვიზეც გაქვთ მოსათხოვი, იმათ მოთხოვეთ, ეკლესიამ ვის რა მისცა, ვის რა მიჰყიდა თავისით?

ტყის მართვის კანონი მიიღეს, ზოგადად ტყის კანონი, სადაც ეკლესიაზე გადაცემის შესახებ მუხლია. თუ შეიძლება, რომ ვიღაც უცხოეეთიდან ჩამოსულს ტყე მიყიდო, შაჰაბაზის შვილთაშვილებს რომ მიყიდო, რატომ არ შეიძლება ეკლესიას ქონდეს და როცა დასჭირდება, მზად ვართ ხოლმე სახელმწიფოს და ხალხს დავუბრუნოთ“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.