მეუფე იაკობი - თუ გიორგი გახარია გახდა პრემიერ-მინისტრი, ეკლესიასთან მთავრობას დიდი პრობლემა ექნება
მეუფე იაკობი - თუ გიორგი გახარია გახდა პრემიერ-მინისტრი, ეკლესიასთან მთავრობას დიდი პრობლემა ექნება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემთხვევაში, მთავრობას ეკლესიასთან დიდი პრობლემა ექნება.

ამის შესახებ მეუფე იაკობმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც პატრიარქის ქორეპისკოპოსი ამბობს, გიორგი გახარიასთან ნორმალური ურთიერთობა არ აქვს, თუმცა მიზეზს არ აკონკრეტებს.

„გიორგი გახარიასთან მე არა მაქვს ნორმალური ურთიერობა. არ არის ისეთი რაღაც, ვიღაცას რაღაც ვაპატიო, რაც საპატიებელი არ არის. კანონპროექტზე არ გეუბნებით, სხვა რამე, იცის თვითონ. კანონპროექტი ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც აპირებდა. ხელმძღვანელობამაც რომ გაუგოს, ალბათ, მოიშორებენ. გახარია ჩვეულებრივი მოსკოვის კაცი არის ჩემთვის. თუ რამე წინსვლა ზემოთ დაიწყო, ჩამოვაგდებ რა იმიდან…“ – აცხადებს მეუფე იაკობი.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, როგორც ამბობენ, გახარია გახდეს პრემიერ-მინისტრი, მეუფე პასუხობს: „თვითონ შეხედოს გახდება თუ ვერ გახდება. ვერ გახდება, თუ გახდა, ეკლესიასთან მთავრობას დიდი პრობლემა ექნება“, – განაცხადა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა.