მეუფე იაკობი - პაატა იმნაძისა და ამირან გამყრელიძისგან არავინ ვართ ისე დავალებული, რომ გვიყვირონ, გამოვიდნენ, ბოდიში მოიხადონ

ვფიქრობ, ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე უნდა გამოვიდნენ და ბოდიში მოიხადონ, რათა ღირსება შერჩეთ – ამის შესახებ მეუფე იაკობმა განაცხადა.

როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, ზოგიერთი პატივსაცემი ექიმის მხრიდან მიდის პანიკის დათესვა, რაც მიუღებელია.

„სამწუხაროდ, ვუყურებ ზოგიერთ პიროვნებას, ზოგიერთ ჩემთვის პატივსაცემ ექიმებს. რაღაც ისე ლაპარაკობენ, როდესაც გინდა, რომ უწინამძღვრო ხალხს. სიმშვიდე უნდა გქონდეს, რომ გამოდიხართ და თავად პანიკებს თესავ. თუ ომია, პანიკებს ვინც იწვევდა ომის დროს, მე კარგად ვიცი, იმათ რას უშვრებოდნენ. ვგულისხმობ პაატა იმნაძესა და ამირან გამყრელიძეს. როდესაც გაჰკივიან და გვიყვირიან, არავინ არ ვართ მაგათგან დავალებული, რომ ასე გვიყვირონკუბოებზე ლაპარაკობენ. იქნებ ჩვენ არ ვიცით და ძალიან ბევრია დაინფიცირებული, გვითხრან. 400 კაციც არ იყო, როდესაც მასეთი საუბარი დაიწყეს და ასე რატომ ლაპარაკობენ. იქნებ ჩვენზე მეტი იციან, რა ხდება? თორემ ისე კორონავირუსზე მკვლელია ან არ არის მკვლელი, ხომ ვერ ამბობენ, არა? ამას მსოფლიოში ვერ ამბობენ და აქ, ჩვენთან როგორ უნდა ვთქვათ. ნდობაზე არ არის საუბარი, არ აქვთ ჩატარებული შესაბამისი რაოდენობის ტესტები. ეკლესიაზე გადაბრალება არავის გაუვა, ყველამ მიხედოს თავის საქმეს, ჩვენ დავდივართ წირვებზე, მაგათგან დაავადებული ხალხი მოდის ჩვენთან, რომ აპანიკებენ, ფსიქოზური მომენტები ეწყებათ და ისინი ჩვენთან მოდიან. ჭკუა აქვს ახლა იმ ადამიანს, როდესაც იძახის, რომ აღდგომას არ მიხვიდეთ ეკლესიაშიო, ამ ორ ადამიანზე ვლაპარაკობ მე, სხვა ექიმებზე არა, სხვებზე არაფერი არ მაქვს სალაპარაკო, გულიანი ადამიანები არიან ისინი, მაგრამ ამათი საქციელი? ვფიქრობ, უნდა გამოვიდნენ, ბოდიში მოიხადონ, რათა ღირსება შერჩეთ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.