მეუფე იაკობი - პაატა იმნაძეს პატივს ვცემ, მაგრამ ჯობია, ის დაითვალოს, რეალურად რამდენი დაინფიცირებული გვყავს
მეუფე იაკობი - პაატა იმნაძეს პატივს ვცემ, მაგრამ ჯობია, ის დაითვალოს, რეალურად რამდენი დაინფიცირებული გვყავს

მე ბატონ პაატას პატივს ვცემ, მაგრამ ჯობია, ის დაითვალოს, რეალურად რამდენი დაინფიცირებული გვყავს, – ასე უპასუხა ბოდბის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, პაატა იმნაძის განცხადების შეფასებას შეეხებოდა.

პაატა იმნაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საქართველოს მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა, რათა ქვეყანა შექმნილი ვითარებიდან შედარებით ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეს.

მეუფე იაკობის თქმით, რეალურად კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მაღალია.

„მე ბატონ პაატას პატივს ვცემ, მაგრამ ჯობია, ის დაითვალოს, რეალურად რამდენი დაინფიცირებული გვყავს. რეალურად ეს უფრო მაღალია, რა თქმა უნდა. ახლა ეკლესიაზე გინდათ გადმობრალება. ჩვენ ის რაოდენობა არ გავქვს, რაც უნდა გვქონდეს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

დატოვე კომენტარი