მეუფე იაკობი - ნინოწმინდის პანსიონში თუ რამე ფუჭდება, დროზე უნდა აღვკვეთოთ
მეუფე იაკობი - ნინოწმინდის პანსიონში თუ რამე ფუჭდება, დროზე უნდა აღვკვეთოთ

ვფიქრობ, რომ მანდ ადამიანებს შორის ურთიერთობა არ იყო დალაგებული. როდესაც არ შეუშვეს სახალხო დამცველი ნინოწმინდაში, შემდეგ უკვე სხვები ჩაერთნენ, გაგვახსენდა კანონი. პიროვნულმა ურთიერთობამ გამოიწვია ის, რომ საკითხი გახდა ყველას სალაპარაკო, – ამის შესახებ მეუფე იაკობმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ რამე დარღვევა იყო, ყველაფერი გამოკვლეული უნდა იყოს და დამნაშავე დაისჯება.

ჟურნალისტის კითხვაზე, პანსიონატში სახალხო დამცველის არშეშვება, ხომ არ იყო იქ არსებული მძიმე ვითარების დამალვის მცდელობა, მეუფემ უპასუხა, „ჩვენ ჩვენი კონსტიტუცია გვაქვს ათი მცნების სახით და ამან გამოიწვია კომუნიკაციის პრობლემა“.

„ადრე თუ შეიტანეს ანგარიშში, ჩვენც უნდა გვცოდნოდა. თუ რამე ფუჭდება, უნდა გამოვასწოროთ და დროზე აღვკვეთოთ. რომ იცოდეთ, მე ის ადამიანი ვარ, რომელიც წინააღმდეგია ასეთი პანსიონების, რადგან იჩაგრებიან, ბავშვებს სახლში უნდათ და რომ ეტყვი, აქ გინდა თუ დედიკოსთან და მამიკოსთანო, სახლში ენდომება. ცოდოები არ არიან ასე? მაშინ ოჯახებს გადაუხადონ ფული. მეუფე სპირიდონს უნდოდა, იქ ქართულ სიტყვას და ქართულ სულს ეცხოვრა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც შორს ვერ იყურებიან. დამნაშავე ვინც არის, ბოლომდე უნდა დაისაჯოს. ცოდო არ არის ბავშვი, თუ არ ექცევი ისე, როგორც უნდა ექცეოდე? თუ ვინმე დამნაშავეა, ყველას საეკლესიო თუ საერო კანონის შესაბამისად ორივე კანონი უნდა მივუსადაგოთ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.