მეუფე იაკობი - მტრების ოცნებაა, ეკლესია სუსტი იყოს, მოიყვანენ ხოლმე ვიღაც მკითხავებს, კერპთაყვანისმცემლებს და საუბრობენ, აი, პატრიარქი უნდა გადააყენონ პრორუსულმა მღვმდელმთავრებმა
მეუფე იაკობი - მტრების ოცნებაა, ეკლესია სუსტი იყოს, მოიყვანენ ხოლმე ვიღაც მკითხავებს, კერპთაყვანისმცემლებს და საუბრობენ, აი, პატრიარქი უნდა გადააყენონ პრორუსულმა მღვმდელმთავრებმა

მტრების ოცნებაა, ეკლესია სუსტი იყოს. მოიყვანენ ხოლმე ვიღაც მკითხავებს, კერპთაყვანისმცემლებს და საუბრობენ, აი, პატრიარქი უნდა გადააყენონ პრორუსულმა მღვმდელმთავრებმა. ჯერ ერთი, ეჭვი ვისზე აქვთ, ახლა, სადაც ჩვენ ვართ და ერთიანობას გამოვხატავთ სინოდი, ვისზე ამბობენ? პრორუსულები კი არადა, თვითონ რუსებიც არიან და თუ ვინმე მტერი გვყავს, თვითონ არიან ყველანი, ნებსით თუ უნებლიეთ“, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.

მეუფე იაკობი არ გამორიცხავს, რომ ქართული ეკლესიის კრიტიკით დაკავებული სუბიექტები გარკვეული ძალებისგან ფინანსდებოდნენ.

იაკობის განმარტებით, ვინც იცის, რომ საქართველოს ძლიერება მისი ეკლესიის ძლიერებაზე გადის, ცდილობს, ეკლესიაზე ცუდი თქვას.

„ჩვენი ქვეყნის მტრების ოცნებაა, რომ ეკლესია სუსტი იყოს. დღეს რომ ძლიერია ეკლესია, ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა, ამიტომ ბევრი შეგნებულად გვმტრობს, ზოგი რაღაც ხმებს აყვება ხოლმე. რაც გარეთ არის საზოგადოება, ეკლესიაშიც იგივე საზოგადოება ვართ, თუ ასეთი ცუდები ვართ გარეთ, მაშინ დავღუპულვართ, ხომ? დავფიქრდეთ. მე მაინც ვფიქრობ, ჩვენი მტრების „დამსახურებაა“, ასე რომ იქცევიან. აყოლილები არიან, ალბათ ზოგი მაგაში ფულსაც იღებს. ჩვენი ეკლესია პირველი იყო, როდესაც სახელმწიფოებრიობა დაკარგული გვქონდა. გავიხსენოთ 1917 წელი. ჯერ იყო, რუსეთში გაფანტულმა მღვმდელმთავრებმა მოიყარეს თავი ისევ საქართველოში, ავტოკეფალია გამოაცხადა ჩვენმა ეკლესიამ და ქვეყანამ თავისუფლება, დამოუკიდებლობა შემდეგ მოიპოვა, ხომ? ამიტომ, ვინც იცის, რომ საქართველოს ძლიერება მისი ეკლესიის ძლიერებაზე გადის, უნდა, საქართველო დამარცხებული იყოს, ისინი ცდილობენ,  ეკლესიაზე ცუდი ილაპარაკონ. რას ჰგავს ეს საქციელი, წარამარა გამოიყვანენ ხოლმე ვიღაც მკითხავებს, კერპთაყვანისმცემლებს და საუბრობენ, აი, პატრიარქი უნდა გადააყენონ პრორუსულმა მღვმდელმთავრებმა. ჯერ ერთი, ეჭვი ვისზე აქვთ და ახლა, სადაც ჩვენ ვართ, უკვე რამდენი სინოდია და ერთიანობას გამოვხატავთ სინოდი, ვისზე ამბობენ? პრორუსულები კი არადა, თვითონ რუსებიც არიან, თუ ვინმე მტერი გვყავს იმათკენ, ყველანი თვითონ არიან, ნებსით, თუ უნებლიეთ“, – განაცხადა  მეუფე იაკობმა ხირსის მამათა მონასტერში წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ.