მეუფე იაკობი - მესიანიზმის დრო წავიდა, მესია ერთია, მაცხოვარი, სხვა ვერავინ ვერ იქნება
მეუფე იაკობი - მესიანიზმის დრო წავიდა, მესია ერთია, მაცხოვარი, სხვა ვერავინ ვერ იქნება

ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმ ხალხისთვის და არა რაღაცებისთვის, უტოპიური რაღაცებისთვის, მესიანიზმის დრო წავიდა, მესია ერთია – მაცხოვარი, სხვა ვერავინ ვერ იქნება. საქართველოს ღმერთი იფარავს, საქართველოს ღვთისმშობელი იფარავს და არავინ არ დაიბრალოს თავის თავზე, რომ მე ვიქნები თუ სხვა, ჩვენს გარეშე თითქოს საქართველო არ განვითარდება, – ამის შესახებ მეუფე იაკობმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.

როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, აუცილებელია ადამიანებმა ერთმანეთი შეიყვარონ.

„მთელი მსოფლიოა არეული და ნუ გიკვირთ, ჩვენთანაც თუ არეულები დადიან აქეთ-იქით. შეიძლება მეც ვიყო მათ შორის ერთ-ერთი. უბრალოდ ერთმანეთი უნდა შევიყვაროთ. რამდენი წელი ვიძახდი შევრგიდეთ, შევრიგდეთ, მაგრამ შერიგება უნდა მოხდეს ეკლესიაში. მე როცა ვამბობდი შერიგებას, ეკლესიაში ვუძახდი ყველას, რომ ეკლესიაში მომხდარიყო, რადგან შეიძლება ისეთი რამე გვქონდეს სათქმელი ერთმანეთთან, გარეთ გამოტანა არ ღირდეს, რომ როგორც ღმერთი ინახავს ხოლმე ჩვენს ცოდვებს და არ ანახებს, თუ ვინა ვართ, რა ვართ. ასევე შეიძლება არ იყოს საჭირო, რომ ერთმანეთთან წამოვაძახოთ. როცა შიგნით ვიქნებით ეკლესიაში, სათქმელსაც ადვილად ვეტყვით და არამგონია, რომ ღირსება ვინმეს შევულახოთ. იქ მძიმე სათქმელს ყველას ეტყვი და მერე გარეთ საქმე აკეთონ ხომ? უბრალოდ შერიგება და ერთად ყოფნა, სადაც ხდება, ვინც იცის, იქ უნდა მიხვიდე ადამიანი. უპირობო არაფერია, უბრალოდ ყველამ უნდა ავიტანოთ ის, რამე თუ გვაქვს დაშავებული, ვიდრე ღმერთი მოგვკითხავს თითოეულს, ჯობია, ჩვენვე ერთმანეთს დაველაპარაკოთ მშვიდობიანად და ვიზრუნოთ, რათა ჩვენი ქვეყანა გავიყვანოთ იმ გზაზე, სადაც ასეთი სიღარიბე არ იქნება. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმ ხალხისთვის და არა რაღაცებისთვის, უტოპიური რაღაცებისთვის, მესიანიზმის დრო წავიდა, მესია ერთია – მაცხოვარი. სხვა ვერავინ იქნება და საქართველოს ღმერთი იფარავს, საქართველოს ღვთისმშობელი იფარავს და არავინ არ დაიბრალოს თავის თავზე, რომ მე ვიქნები თუ სხვა, ჩვენს გარეშე თითქოს საქართველო არ განვითარდება. ჩვენს გარეშეც ვითარდებოდა, ჩვენთან ერთადაც შეიძლება განვითარდეს და ჩვენს შემდეგაც. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ასე, რომ გონიერებას მოვუხმოთ და უაზრო რაღაცებზე დროს ნუ ვკარგავთ ფუჭად. მოთმინებასაც ზღვარი აქვს, ყველაფერს ზღვარი აქვს და ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენს ქვეყანას გავუფრთხილდეთ, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ. შენდობა მაშინ მიეცემა ადამიანს, როცა მიხვდება რომ დააშავა. ჩვენ ღმერთთან რატომ მივდივართ, აღსარებას რატომ ვიძახით ყველა, რადგან ვაშავებთ, რაღაცას ვაფუჭებთ და როცა ვაშავებთ, ჩვენს თავს ხომ ვუშავებთ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.