მეუფე იაკობი გიგი უგულავაზე - ვის არიგებს ჭკუას, თავში იმდენი რა აქვს, რომ სხვა დაარიგოს
მეუფე იაკობი გიგი უგულავაზე - ვის არიგებს ჭკუას, თავში იმდენი რა აქვს, რომ სხვა დაარიგოს

ვის არიგებს ჭკუას, თავში იმდენი რა აქვს, რომ სხვას დაარიგოს ჭკუა,- ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა გიგი უგულავასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამ კომენტარით მან უპასუხა მედიის კითხვას, რომლის თანახმადაც, „ქადაგებაში თქვით, რომ ციხიდან გარკვეული გზავნილები იყო პატრიარქის მიმართ, ვის გულისხმობთ, უგულავაზე საუბრობდით?“.

„ვერ ნახეთ, ვინ გამოაგზავნა? რა თქმა უნდა, ხო, თავისი გაჭირვებოდა ხომ? ვის არიგებ ჭკუას, თავში იმდენი რა აქვს, რომ სხვას დაარიგოს ჭკუა. მივულოცე გათავისუფლება, ნებისმიერს მივულოცავ და სახელმწიფოს თუ თავისი ხალხის სიყვარული აქვს, რადგან ეს მოხდა, ვფიქრობ, დიდი ამნისტიაც უნდა გააკეთონ, რომ ბევრი ადამიანი გამოუშვან ციხიდან“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.