მეუფე იაკობი - ეტყობა, გიორგი გახარიას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დანიშვნა პუტინმა ითხოვა ან მოითხოვა
მეუფე იაკობი - ეტყობა, გიორგი გახარიას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დანიშვნა პუტინმა ითხოვა ან მოითხოვა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოზიციაზე გიორგი გახარიას დანიშვნას ეხმაურება.

„რატომ დანიშნეს და ეტყობა, პუტინმა სთხოვათ ან მოსთხოვა. …რასაც მაგი აშავებს, ამდენი ხანი რომ არის.. არ გიკვირთ?“, – განუცხადა მეუფე იაკობმა „ტვ პირველს“.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა დღეს გაიმართა. სხდომას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია გიორგი გახარიას დაეკისრა. ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 8-წევრიან სათათბირო ორგანოს წარმოადგენს.