მეუფე იაკობი -  ხელახალი არჩევნები რომ ჩატარდეს, რა გგონიათ, მხოლოდ ამ ძალებს დავტოვებთ? კარგად გადახედეთ, რამდენი ადამიანი დაგვიჭერს ჩვენ მხარს
მეუფე იაკობი - ხელახალი არჩევნები რომ ჩატარდეს, რა გგონიათ, მხოლოდ ამ ძალებს დავტოვებთ? კარგად გადახედეთ, რამდენი ადამიანი დაგვიჭერს ჩვენ მხარს

ჩვენი პოლიტიკოსების ვერ გამიგია, ჩატარდა არჩევნები, იმის გამო, რომ არჩევნები ჩატარებულიყო და მაგენი გამოგვერჩია, სამი ათასზე მეტი ადამიანის მსხვერპლი მივიღეთ, მოვა დრო და ამაზე პასუხს მოვთხოვთ. ახლა არც პარლამენტი გვაქვს და არაფერი, ახლა რაც ხდება, აბსოლუტურად ქვეყნის მტრობაა, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.

მეუფე იაკობი გამოეხმაურა ნიკა მელიას უარს გირაოს გადახდის შესახებ და აღნიშნა, რომ „არავის დაჭერა არ სურს, თუმცა ცუდად იქცევიან“.

„ეკლესიაზე რაც ხდება, ხომ იცით, რომელი პარტიული ტელევიზიები გვიტევენ ხოლმე, ხომ კარგად იცით, რას გავს ეგ, ვთქვათ, გინდათ მოსვლა, მოგიშვებთ ხელისუფლებაში? ჩვენ გარეშე რას გააკეთებთ? პირდაპირ გეუბნებით, რომელიმეს ავტორიტეტი აქვს თუ რა, ხალხს უყვარს თუ რა?

მე არავის დაჭერა მინდა, მაგრამ ძალიან ცუდად იქცევიან, მსოფლიოში ბევრ პოლიტიკოსს ვიცნობ, ამათ პოლიტიკოსობისას ვერაფერს ვატყობ, თუნდაც ოპოზიციას.

ხელახალი არჩევნები რომ ჩატარდეს, რა გგონიათ, მხოლოდ ამ ძალებს დავტოვებთ? პოლიტიკაში გათვლებიც არ იციან, ხელისუფლება ყოველთვს იღებს ხმების სადღაც 30 პროცენტამდე, კარგად გადახედეთ, რამდენი ადამიანი დაგვიჭერს ჩვენ მხარს, თუ კონკრეტულ ძალაზე ჩამოვყალიბდით, ანუ მეორე ძალა ახლა რომ არის მთავარი ოპოზიცია, აღარ იქნება მთავარი ოპოზიცია. ჩვენ საქართველოს ასე უფსკრულში არავის გადავაჩეხინებთ. კარგად ნახავენ, ქვეყნის ღალატს თავი დაანებონ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

რაც შეეხება კითხვას, ეკლესიის ჩარევის გარეშე ხელისუფლება ვერ შეიცვლება?,მეუფე იაკობი პასუხობს, რომ ოპოზიციას ხალხი ვერ გამოყავს.

„ხალხის გამომყვანი ოპოზიცია რომ არ არის, რამდენი ხანია, წვალობენ, ჯახირობენ, 20 ივნისის ღამე რომ ავიღოთ, პასუხისმგებლობა მაგათ ეკისრებათ, საწყალ ბავშვებს თვალები დაეთხარათ, კიდევ უფროსი თაობის ადამიანებს თვალები დაეთხარათ და არც ერთ პოლიტიკოსს არაფერი არ მოსვლია. თუ გადახედავთ ამერიკას, მე არავის მხარეს არ ვიჭერ, ტრამპის პერიოდში როცა კაპიტოლიუმში შევიდნენ, პირდაპირ დამიზნებითაც დახოცეს ადამიანები. მე განა ვამართლებ, მაგრამ იმას გეუბნებით, რომ მიხვედი, ბავშვს გადაეფარე? ბავშვს რომ თვალი ამოუვარდა, პასუხი რაში აგო?“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფემ იაკობმა 20 ივნისთან დაკავშირებით გიორგი გახარიაზე დასმულ კითხვაზე პასუხისას აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება.

„ყველას პასუხისმგებლობაა. მე ამას ვამბობ, მაგრამ მოსვლა რომ გინდა, სად მოდიხარ, ჯერ 22 პროცენტი ჩაბარებული გაქვს, ჩვენთან თურმე ტაძარი აუშენებიათ რუსებს. 22 პროცენტზე კაპიტულაციაზე მე მოვაწერე ხელი, ეკლესიამ მოაწერე ხელი ვინმესთან? ჩვენს ტიტულზე რუსიც კი მოგვიხსენიებს ეხლა, პატრიარქს რაც აქვს, ჩვენთან შემოდის ისევ.

რომ ჩააბარე აფხაზეთი, წესიერად გაქვთ დოკუმენტი წაკითხული? გამყიდველები მოიკითხეთ თქვენთან, პოლიტიკოსებში. ასე თუ მოიქცევით, ახალი ძალა იქნება, დაელოდეთ და ნახავთ. ეკლესიას თუ შეუტევთ, ძალიან კარგად ვიცი, რომელი პარტიის ტელევიზიები, იმათი ხელმძღვანელები, რას ფიქრობენ, „ოცნებას“ როგორც ელაპარაკებიან, მასე გავაბედინებ იმათ ლაპარაკს? თავიანთ ადგილს ვანახებთ ყველას“ ,- განაცხადა მეუფე იაკობმა.