მეუფე იაკობი - დღევანდელ ვითარებაში ქართველი კაცი „ნაციონალების“, მით უმეტეს მიშას დაბრუნებას არ დაუშვებს, რომც არ მოსწონდეს მმართველი პარტია
მეუფე იაკობი - დღევანდელ ვითარებაში ქართველი კაცი „ნაციონალების“, მით უმეტეს მიშას დაბრუნებას არ დაუშვებს, რომც არ მოსწონდეს მმართველი პარტია

ვინც ყველაზე ჭკვიანია, ანუ ეკლესიამ შერიგებას უნდა შეუწყოს ხელი, ჩვენ გვექნება შეხვედრები მმართველ პარტიაში, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომლითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „რას უნდა ველოდოთ „ნაციონალური მოძრაობისგან“ პარლამენტში შესვლით?“.

„ყველა პარტია ცდილობს, სულ ცუდი და ცუდი აკეთოს ჩვენი მისამართით, ხედავთ, რა პროცესები შუქდება ხოლმე. მინდა, დაგამშვიდოთ, ძალიან მოკლე პერიოდში, მოსაკვეთი ყველა მოიკვეთება, ეკლესიიდან დავიწყებთ და აღარ დაგიტოვებთ სალაპარაკოს“, – აღნიშმა მეუფე იაკობმა.

კითხვაზე, „ჭყონდიდს გულისხმობთ?“, – მეუფე იაკობი პასუხობს, რომ ყველას, ხოლო ისინი არიან უცხო ქვეყნის პაიკები.

„მად ისინი ვერ თმობენ ქონებებს, ცუდია, როდესაც ბიზნესში შედიან ხოლმე სასულიერო პირები. მათ ქონებებსაც გადახედეთ მაგათი ლიდერიდან დაწყებული, ამოიღეთ, რამდენი ჰექტარი მიწა აქვს საკუთრებაში საქართველოში, რაც ეპისკოპოსი გახდა. თუ ვერ ამოიღებთ, ჰკითხეთ, თუ უარი გითხრათ, მე მიგასწავლით. ღვინის ბიზნესებში არიან და ეგ ვერ დაუტოვებიათ, სხვა ბიზნესენშიც. უცხო ქვეყნის (პაიკები არიან), ესენი არიან ჩვეულებრივ მტრები, რომლებსაც უნდათ, ჩამოშალონ სახელმწიფო და ეკლესია, უკვე პირადად მივხედავ მაგ საკითხს და ვინც მაგათ დაუჭერს მხარს, ისინიც მაგას მიყვებიან, იცოდნენ“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

რაც შეეხება კითხვას: „გახარიას პოლიტიკაში მოსვლას ეწინააღმდეგებოდით და აცხადებდით, რომ რუსების კაცია, რომელმაც შეიძლება, დაღუპოს ქვეყანა, ბოლოს თქვით, არაფერი გაუკეთებია ამ ხნის განმავლობაში ქვეყნის სასიკეთოდო, მაინც მოვიდა პოლიტიკაში“, – მეუფე იაკობი პასუხობს: „ოცნება“ ცოტა ხანში გამოიტანს, რომ სულ ადეიშვლის, მერაბიშვილის და კეზერაშვლის კადრები ყავს, რომლებიც დღესაც კი კავშირში არიან იმათთან. ეს ორი პარტია – „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ რომ არ იყოს, ალბათ უფრო სხვანაირი არჩევნები ჩატარდებოდა. დღევანდელ სიტუაციაში, ქართველი კაცი, გინდა, არ მოსწონდეს მმართველი პარტია, „ნაციონალების“ დაბრუნებას, მითუმეტეს მიშას დაბრუნებას, არ დაუშვებს, ვიცი განწყობა, იარაღსაც აიღებენ ხელში, იქიდან მობრუნება რომ დაიწყონ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

დატოვე კომენტარი