მეუფე იაკობი - ასეთ საქმეებს ვის ანდობ, პირს, რომელიც განზრახულად იძახის, რომ სხვისია დავით გარეჯი? ვინ გეკითხება, დაეტიე, სადაც ხარ, რაც ჩვენია, ნურავინ შეეხება, ჩვენ გავარკვევთ, თუ სახელმწიფოს არ შეუძლია
მეუფე იაკობი - ასეთ საქმეებს ვის ანდობ, პირს, რომელიც განზრახულად იძახის, რომ სხვისია დავით გარეჯი? ვინ გეკითხება, დაეტიე, სადაც ხარ, რაც ჩვენია, ნურავინ შეეხება, ჩვენ გავარკვევთ, თუ სახელმწიფოს არ შეუძლია

კაცი სამი უმაღლესი ხელისუფლის ხელში იყო. შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი. ისეთი კაცი გვყავდა კომისიაში, რომელმაც ბრძანა-დავით გარეჯი ხომ იმათიაო. წარმოდგინეთ, აზერბაიჯანში რომ კომისიის წევრს ეს გაეკეთებინა, სად იქნებოდა დღეს, მისი ოჯახიც, – ასე ეხმაურება მეუფე იაკობი დავით გარეჯის საქმეზე განვითარებულ მოვლენებს და ივერი მელაშვილის განცხადებებს

„ხშირად მინდა სიყვარულზე ვიქადაგო, მაგრამ სიყვარული ისე ვერ იქნება შენსას არ გაუფრთხილდე, თუ შენი საქართველო არ გეყვარება. მინდა რამდენიმე დღის წინანდელ შევეხო. როდესაც ადამიანს ციხიდან უშვებენ, სასიხარულო მოვლენაა, თვითონ მას უხარია, ოჯახის წევრებს, ბევრ მის ახლობელს უხარია და ამ დღეებში როგორც იცით, ორი მიწათმოქმედი გამოუშვეს ციხიდან-მელაშვილი და ილიჩოვა, მერე ტელევიზიაშიც მივიდნენ. როდესაც მასზე კომენტარს მთხოვდნენ, არ ვაკეთებდი კომენტარს, რადგან დაჭერილი იყო. როდესაც გამოვიდა, საოცარი რამ მოვისმინე. კაცი სამი უმაღლესი ხელისუფლის ხელში იყო, ჯერ შევარდნაძე, მერე სააკაშვილი, მერე ივანიშვილის ხელისუფლება. ისეთი კაცი გვყავდა კომისიაში, რომელმაც ბრძანა-ზოგი ცდილობს მის გამოყვანას, რაზე დაობდთ, ის ხომ იმათიაო. წარმოდგინეთ, აზერბაიჯანში რომ კომისიის წევრს ეგ გაეკეთებინა, სად იქნებოდა დღეს, მისი ოჯახიც. შე დალოცვილო, მერე რომ ცდილობ ასეთი ადამიანი გაამართლო. როგორ არის სხვისი, როცა 2001 წელს მე წავედი მონასტერში, მანამდე ოთხი წელი დავდიოდი სულ გარეჯაში, ავიდეს ნახოს, თამარ მეფის ფრესკა, იქნებ არის იქ, კარგად ნახოს, ნახოს აბა სადაური რაღაცებია და როდის იყო, ბოლოს ვინ ცხოვრობდა იქ. ეს არის ქვეყნების დასალაგებელი. უბრალოდ, რა დავინახე-გამოვიდა და ვიღაცას უთხრა – აი, ხომ მაგარი ტიპი ვარ, გამოვედი და ვამბობ, რომ ქართველების არაა, აზერბაიჯანელების მიწაა. როგორ შეიძლება, მანამდე გმირად მიიჩნევდი იმის გამო, რომ ციხეში იყო დაჭერილი, ვის არ იჭერენ?! გამოვიდა და ეს ჩაიდინა, იქნებ ქართულად კარგად ვერ გამოთქვა. საერთოდ საოცარი კომისიაა, მეორე წევრია ქალბატონი და სახელმწიფო ენა არ ისწავლა, მარტო რუსული ენით გველაპარაკებოდა, აბა შეიძლება?! ასეთ საქმეებს ვის ანდობ, ერთი რომელიც წინასწარ განზრახულად იძახის, რომ სხვისია ეს მიწა, ვინა ხარ შენ ვინ გეკითხება, წადი, დაეტიე, სადაც ხარ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხთან მიმართებაში სამივე ხელისუფლება უსუსური იყო.

„არავის უნდა ციხეში იყოს, მაგრამ გარეჯასთან სამივე ხელისუფლება უსუსური იყო, ერთმანეთის ჭამით არაფერი გამოვა. ეგ წესიერად უნდა გადავწყვიტოთ აზერბაიჯანელებთან, თორემ აქ ვის დაიჭერ და ვის არა, რაზე იჭერ, გეკითხა და ისედაც გეუბნება, რომ იმისია, მაგის გამო იჭერ? შენ გყავს შეყვანილი კომისიაში, მე ხომ არ შემიყვანია. ამიტომ, ყველა უნდა დავფიქრდეთ, ის პოლიტიკოსებიც უნდა დაფიქრდნენ, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ თუნდაც მომავალ პარლამენტში რაღაც რიცხვით შევიდნენ, რა რიცხვით უნდა შეხვიდეთ, თუ ქართველებს ასე დაგვიპირისპირდით, ისინი ხომ არ გგონივართ, რომ ბატკნებივით გავისუსებით და მაგას გაპატიებთ. რაც ჩვენია, ნურავინ შეეხება, ჩვენ გავარკვევთ, თუ სახელმწიფოს არ შეუძლია. ადრეც მითქვამს, ჩვენ შეგვიძლია, გავარკვიოთ ცივილიზებულად და მოხდეს ისე, რომ ორივე მხარე მადლობელი დარჩეს. ვიცი, რასაც ვამბობ. ნახეთ, აზერბაიჯანელები როგორ გვჯობიან, წითელი კომისიის ძეგლი არ ააღებინეს მარნეულში, ჩვენიანიაო და შენ შენს მიწას, შენს ისტორიას როგორ აძლევ, როცა ქართველის გარდა იქ არავის უცხოვრია. მანამდე სანამ ბერები იცხოვრებდნენ, იქ დასახლებული იყო ქალაქივით და იქაც საქართველო იყო, ახლოსაც არ გვაქვს სხვა ქვეყნის სოფელი. ვისას აძლევ, ჯერ კარტოგრაფიც არ ხარ, მიწათმომწყობი ხარ, ვინც კარტოგრაფები არიან, კარგად იციან და რუსული რუკით რატომ მიწყვეტ, შენ რომელიც გაქვს? ყოველთვის საქართველო იყო და დავილაპარაკებთ აზერბაიჯანთან ჩვენ. ჩვენსავით დოყლაპიები კი არ არიან, თავიანთი მიწების დაბრუნება რომ უნდათ, ხომ ხედავ რასაც შვრებიან და შენ ვისას აძლევ? მართლა ეკლესიაში რომ ვართ, ის ხომ არ გონიათ, კაცობაც ვიცით და ყველაფერი, თუ სადმე ომი ყოფილა, ყველგან ნაომარი ვარ მე, ჭკვიანად იყვნენ, ამით კი არ ვემუქრები. მოდიან მარტო ფულს შოულობენ, ხელისუფლებაში მოდიან, ფულის შოვნის გარდა არაფერი, ტკბებიან სკამებით. ასე რომ, დავიცვათ ჩვენ ჩვენი“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობის თქმით, ეკლესია მოვლენების მიმდინარეობას დააკვირდება და საკუთარ სათქმელს კიდევ ერთხელ აუცილებლად იტყვის.

„გამარჯობაც არ უნდა უთხრა და უნდა გარიყო ისინი, ვინც მხარს უჭერენ, ერთიანი საქართველოს იდეას სპობენ, მასეთების ადგილი, ვინც არ შეინანებს, არ არის ჩვენთან, თავიანთ პატრონებთან წავიდნენ. მამა კირიონს რომ ედრებიან, მაგის ან კაცობა ჰქონდეთ ერთად აღებული და ან რამე. თუ არ დაუბრუნებენ ესენი, რაც ჩვენია ჩვენი იქნება, გპირდებით ამას. შევხედავთ და აღარ მოვუსმენთ არავის. მაპატიეთ ასეთი ლაპარაკისთვის, მიყვარს საქართველო და თავსაც და ოჯახსაც გავწირავ საქართველოსთვის, სხვას ვერ ვაპატიებ გამყიდველობას, რუსული მატრიოშკებივით არიან სერგო ორჯონიკიძეს ბაძავენ, ისიც არიგებდა მიწევს და გვირიგებენ აქ მიწებს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.